ქარიშხლის დროს დაკარგული კატა პატრონთან 14 წლის შემდეგ დაბრუნდა
ქარიშხლის დროს დაკარგული კატა პატრონთან 14 წლის შემდეგ დაბრუნდა
პერი მარტინი თავის კატასთან  "უმცროს ტომასთან" ერთად,  ქალაქ ფორდ-პირსიდან ფლორიდაში გადავიდა მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა "ჟანამ" მისი სახლი გაანადგურა. თუმცა, შინაური ცხოველი დაიკარგა და პატრონთან 14 წლის შემდეგ დაბრუნდა.

მამაკაცმა ენერგია არ დაზოგა საყვარელი კატის მოსაძებნად, თუმცა, უშედეგოდ. პერიმ ივარაუდა, რომ ტომასი მოკვდა და შეეცადა, ბედს შეგუებოდა.

მამაკაცმა რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, 14 წლის შემდეგ კი თავის ქალაქში დაბრუნდა.

ერთ დღეს მას ცხოველთა თავშესაფრიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მისი კატა იპოვეს, თუმცა, მამაკაცს ეს ამბავი დაუჯერებლად ეჩვენებოდა. ტომასი ცხოველთა დაცვის სამსახურის
ოფიცერმა ქუჩაში იპოვა, შემდეგ კი თავშესაფარში მიიყვანა. სწორედ იქ მოხდა კატის მიკროჩიპის იდენტიფიკაცია.

"ვერ ვიჯერებდი, რომ ამდენი
წლის შემდეგ ჩემი კატა იპოვეს. ბედნიერი ვარ, მაგრამ გაოცებული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ვერავინ იპოვა და ვეტერინართან არავის მიუყვანია, რადგან მიკროჩიპით ჩემთან დაკავშირება ძალიან მარტივი იყო", - ამბობს პერი.

პატრონი რამდენიმე ხანში ვეტერინარულ კლინიკაში მივიდა და გასაცოდავებული, მოუვლელი კატა სახლში წაიყვანა.

Zooclub

"უმცროსი ტომასი იმდენად გამხდარია, ძვალი და ტყავი დარჩა, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიბერე კომფორტსა და მყუდროებაში გაატაროს. ის უკვე 18 წლისაა, მაგრამ ჩემთვის იყო, არის და იქნება ტომას უმცროსი".

პატრონის თქმით, პირველი რამდენიმე დღე კატა არაფერს ჭამდა და მთელი დღე ეძინა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ის ახალ სახლში მოშინაურდა და პატრონთან შეჩვევაც თავიდან დაიწყო.

ასევე იხილეთ:

დაკარგული კატა პატრონთან მატარებლით მარტო დაბრუნდა

პატრონის და ძაღლის ემოციური შეხვედრა 3 წლის შემდეგ

10 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონთან მოულოდნელად დაბრუნდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?