თქვენი ძაღლი და მისი მეგობარი ძაღლები...
თქვენი ძაღლი და მისი მეგობარი ძაღლები...
რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის, ისე ძაღ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, ლო­გი­კუ­რად ვე­რაფ­რით აიხ­სნე­ბა, ვის ვინ შე­იძ­ლე­ბა მო­ე­წო­ნოს. ძაღ­ლე­ბი, რო­გორც კი სა­ერ­თო ენას გა­მო­ნა­ხა­ვენ , სა­მუ­და­მო მე­გობ­რე­ბი ხდე­ბი­ან, ახ­სოვთ ერ­თმა­ნე­თი და დი­დი ხნით და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც მე­გობ­რე­ბად რჩე­ბი­ან.

ორ­ჭო­ფო­ბა
მაგალითად ლეკვი, რომელიც ოდნავ უფროსია, ეჭ­ვით უყუ­რებს სხვა ლეკვს – ამას მი­სი არა მხო­ლოდ ფიქ­რი­ა­ნი მზე­რა, არა­მედ უკან გა­და­წე­უ­ლი და ოდ­ნავ აწე­უ­ლი ყუ­რე­ბიც ადას­ტუ­რებს.

ერ­თმა­ნეთ­თან შე­გუ­ე­ბა

მო­ნა­თე­სა­ვე ან ერთ ჭერ­ქვეშ მცხოვ­რე­ბი ძაღ­ლე­ბი ერ­თად თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

ერ­თად ცხოვ­რე­ბა
ერ­თი ოჯა­ხის ძაღ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად დე­და-­შვი­ლი, ან ერ­თად აღ­ზრდი­ლი ერ­თი დე­დის
შვი­ლე­ბი, უეჭ­ვე­ლად კარ­გად ეწყ­ო­ბი­ან ერ­თმა­ნეთს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­თი ძაღ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში უკ­ვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია იე­რარ­ქი­ა, რა­საც
არა­ვინ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­ყა­რის ლეკ­ვე­ბიც, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, კარ­გად ეგუ­ე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. თუ ერ­თდრო­უ­ლად ორი ასე­თი ლეკ­ვი გყავთ, ისი­ნი, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, გუ­ლი­თა­დი მე­გობ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან. შე­იძ­ლე­ბა დრო­დად­რო ვერ შე­თან­ხმდნენ, ძი­რი­თა­დად საკ­ვე­ბის ან სა­თა­მა­შოს გა­მო, მაგ­რამ ეს მტრო­ბა­ში არ გა­და­იზ­რდე­ბა. ამ უსი­ა­მოვ­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ ისი­ნი ცალ­-ცალ­კე გა­მოკ­ვე­ბოთ.

ხე­ლახ­ლა შეხ­ვედ­რა
და­მე­გობ­რე­ბულ ძაღ­ლებს, ჩვე­უ­ლებ­რივ, სი­ა­მოვ­ნებთ ცალ­-ცალ­კე ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დის შემ­დეგ კვლავ შეხ­ვედ­რა – ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ყნო­სა­ვენ და ხში­რად ხა­ლი­სი­ა­ნად ყე­ფენ მი­სალ­მე­ბის ნიშ­ნად. თუმ­ცა, თუ ერ­თ-ერ­თი ძაღ­ლი სი­ა­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ხე­ლახ­ლა ფრთხი­ლად შე­აჩ­ვი­ეთ ძველ მე­გო­ბარს და თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე წუ­თი. მა­თი თა­მა­ში შე­იძ­ლე­ბა უმარ­თა­ვი გახ­დეს, თუ გო­რა­ო­ბა და ჩხუ­ბი და­იწყ­ეს. თუ ზურ­გზე არ აე­ჯაგ­რათ ბა­ლა­ნი, შე­გიძ­ლი­ათ და­ას­კვნათ, რომ შეხ­ვედ­რა მე­გობ­რუ­ლი იყო. ძაღ­ლე­ბი რიგ­რი­გო­ბით დას­დევ­ენ ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, რომ ერ­თი მათ­გა­ნი დო­მი­ნან­ტი იყოს.

მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი

ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ რე­გუ­ლა­რუ­ლად ხვდე­ბი­ან (უფ­რო სე­ირ­ნო­ბის დროს), შე­იძ­ლე­ბა და­მე­გობ­რდნენ. რო­გორც კი ერ­თმა­ნეთს თვალს მოჰ­კრა­ვენ, კუ­დის ქნე­ვით შე­სახ­ვედ­რად გარ­ბი­ან, ურ­თი­ერთს ყნო­სა­ვენ და წრე­ზე დარ­ბი­ან, შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს დას­დე­ვენ, ან თა­ვი­ან­თი პატ­რო­ნე­ბის გარ­შე­მო დახ­ტი­ან. აშ­კა­რა­ა, რომ ძაღ­ლე­ბი უკეთ ეგუ­ე­ბი­ან თა­ვი­სი­ვე ჯი­შის ინ­დი­ვი­დებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ და­მე­გობ­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ძაღ­ლებ­საც, მა­გა­ლი­თად მოპ­სსა და გრე­ი­ჰა­უნდს, თუმ­ცა მათ­მა ექ­სტე­რი­ერ­მა შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ერ­თობ­ლივ თა­მაშ­ზე.

Zooclub

ურ­თი­ერ­თო­ბის აგე­ბა

რო­დე­საც გსურთ, დარ­წმუნ­დეთ _ შე­ეწყ­ო­ბი­ან თუ არა ძაღ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად მო­გიხ­დე­ბათ რამ­დე­ნი­მე სა­კითხ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, და­უ­ფიქ­რებ­ლად არ მო­იყ­ვა­ნოთ ძაღ­ლი სახ­ლში იმ იმე­დით, რომ იქ მყო­ფი ძაღ­ლი მას მა­შინ­ვე მი­ი­ღებს. ეს უეჭ­ვე­ლად დამ­თავ­რდე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბით, რად­გან იქა­უ­რი ბი­ნა­და­რი ახალ­მო­სულს თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოჭ­რილ არ­სე­ბად მი­იჩ­ნევს. მათ ურ­თი­ერ­თთან შეჩ­ვე­ვას დრო და მოთ­მი­ნე­ბა დას­ჭირ­დე­ბა. გა­ცი­ლე­ბით უპ­რი­ა­ნი­ა, ძაღ­ლე­ბი თა­ვი­დან რამ­დენ­ჯერ­მე შე­ახ­ვედ­როთ ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მა­გა­ლი­თად პარ­კში. ასე­თი გაც­ნო­ბის შემ­დეგ ერ­თად მი­იყ­ვა­ნეთ სახ­ლში. რა­ო­დენ უც­ნა­უ­რიც უნ­და იყოს, არ გა­მო­ე­ქო­მა­გოთ ახალ­მო­სულს. თა­ვი­დან­ვე უნ­და აჩ­ვე­ნოთ მას, რომ აქ მცხოვ­რე­ბი ძაღ­ლი მას­ზე უპი­რა­ტე­სი­ა. არ შე­არ­ყი­ოთ მი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი _ ჯერ უკ­ვე დამ­კვიდ­რე­ბულ ძაღ­ლზე იზ­რუ­ნეთ. შე­ე­ცა­დეთ ძაღ­ლე­ბი ცალ­-ცალ­კე გა­მოკ­ვე­ბოთ: ამით თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ მათ შო­რის გარ­და­უ­ვალ და­პი­რის­პი­რე­ბას საჭ­მლის გა­მო.

მი­ღე­ბა
ორი მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ძაღ­ლი ხში­რად ერ­თად ერ­თო­ბა; როდესაც ძაღ­ლი თა­ვის მოძ­მეს თა­მაშს სთა­ვა­ზობს, ამისთვის სათანადო პოზას იღებს.

მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?