თბილისში ცხოველთა კეთილდღეობის თემას შემაჯამებელი შეხვედრა მიეძღვნა
თბილისში ცხოველთა კეთილდღეობის თემას შემაჯამებელი შეხვედრა მიეძღვნა
21-22 მაისს ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თემაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ორგანიზებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ორდღიანი სემინარი სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ OIE -ს წარმომადგენლებთან - სტანისლავ რალჩევთან და რასტისლავ კოლესართნ ერთად გახსნა.

შეხვედრაზე ცხოველთა კეთილდღეოაბასთან დაკავშირებით გაკეთდა პრეზენტაციები, რომლებშიც ქართველ კოლეგებთან ერთად OIE-ს წარმომადგენლებმა, ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინისა და მოლდოვას სახელმწიფო სექტორში დასაქმებულმა ვეტერინარებმა იმსჯელეს.

მიმდინარე წელს OIE-ს დელეგაციის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იყო.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში სამ ეტაპად გაიმართა რეგიონული სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანი ქართული ვეტერინარული
კანონმდებლობის დახვეწა და ეროვნული პრიორიტეტების მომზადების ხელშეწყობა იყო.

პირველი შეხვედრა ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული სტანდარტების გაცნობას
(ცხოველის დაკვლის წინა პროცედურები OIE- სტანდარტების მიხედვით) დაეთმო. სემინარის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ცხოველთა სასაკლაოებზე ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობები; სასაკლაოების მუშაობაზე განხორციელდა დაკვირვება;
მეორე შეხვედრა უშუალოდ მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლების დატრენინგებას დაეთმო, სადაც OIE -ს სტანდარტების შესწავლა მიმდინარეობდა.
მესამე დასკვნით შეხვედრაზე მონაწილეებს OIE-ს მიერ აკრედიტირებული საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.

lili
ადამიანტა კეტილდგეობის ტემაზე როდის იკნება სჰემაჯამებელი სჰეხვედრა საკარტველოსჰი????
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?