ცოფის გავრცელების შემცირების თემაზე სამუშაო შეხვედრა იმართება
ცოფის გავრცელების შემცირების თემაზე სამუშაო შეხვედრა იმართება
ცოფის გავრცელების შემცირების თემაზე, თბილისში 28-31 ოქტომბერს სამუშაო შეხვედრა იმართება.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცნობით, შეხვედრის ორგანიზატორია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო მხარდამჭერი - ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მერუნეობის ორგანიზაცია(FAO).
შეხვედრაზე, სადაც "ცოფის გავრცელების შემცირება, უსახლკარო ძაღლების პოპულაციის კონტროლი და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება OIE-ს სტანდარტების მიხედვით" საკითხს განიხილავენ, მიწვეულნი არიან რეგიონებიდან მუნიციპალური სამსახურისა და ცხოველთა თავშესაფრების თანამშრომლები. სამუშაო შეხვედრას მართავენ მოწვეული უცხოელი ექსპერტები.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრის მიზანია, სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც უზრუნველყოფს დაავადების კონტროლსა
და უსახლკარო ძაღლების პოპულაციის
შემცირებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ვეტერინარულ ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტებსა და სხვა დონორ თუ არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობის შედეგად, რაც განხორციელდება ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილება: ცოფის კონტროლის პარამეტრები, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რეკომენდაციები უსახლკარო ძაღლების პოპულაციის მართვასთან დაკავშირებით, უსახლკარო ძაღლების პოპულაციის მენეჯმენტის მეთოდები და სტრატეგია, უსახლკარო ძაღლების საკითხები (ჯანმრთელობა, ჰიგიენის პრობლემები), თავშესაფრები, რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის მნიშვნელობა, რეკომენდაციები საშიში ძაღლებისთვის, კანონმდებლობა და ცოფის მდგომარეობა საქართველოში.

შეხვედრას, რომელიც ამ თემაზე გუშინ, 28 ოქტომბერს დაიწყო, ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთისა ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგნეტოს უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე, ასევე მუნიციპალიტეტიბის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?