დაკარგული ძაღლები - ანუ, როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს ბინადრებს
დაკარგული ძაღლები - ანუ, როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს ბინადრებს
ყო­ველ­წლი­უ­რად საკ­მა­ოდ ბევ­რი ძაღ­ლი გარ­ბის პატ­რო­ნის­გან და იკარ­გე­ბა . ყვე­ლა­ზე ხში­რად ეს ხდე­ბა უც­ნობ გა­რე­მო­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, უმ­რავ­ლე­სო­ბა ბო­ლოს შინ ბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ გან­შო­რე­ბის პე­რი­ოდ­ში დარ­დობს ძაღ­ლიც და პატ­რო­ნიც.

ხე­ტი­ა­ლი
ძაღლს უყ­ვარს გა­რე­მოს შეს­წავ­ლა და აქეთ­ი­ქით ხე­ტი­ა­ლი. თუ წვრთნის სე­ან­სე­ბის დროს თქვე­ნი ძაღ­ლი და­ძა­ხე­ბა­ზე სწრა­ფად გპა­სუ­ხობთ და გიბ­რუნ­დე­ბათ, ეს კი­დევ არ ნიშ­ნავს, რომ ასე­ვე მო­იქ­ცე­ვა გა­რეთ ყოფ­ნი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მი­სი ყუ­რადღ­ე­ბა ბოც­ვერ­მა ან რო­მე­ლი­მე სა­ინ­ტე­რე­სო სუნ­მა მი­იქ­ცი­ა. შეძ­ლე­ბი­სა­მებრ შე­უ­შა­ლეთ ხე­ლი მის გაქ­ცე­ვას: გა­ნაგ­რძეთ წვრთნა სოფ­ლის გა­რე­მო­შიც და პარ­კშიც. გა­მო­ი­ყე­ნეთ ავ­ტო­მა­ტუ­რი სა­ბე­ლი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით
ძაღ­ლი იხე­ტი­ა­ლებს, მაგ­რამ გაქ­ცე­ვას ვერ მო­ა­ხერ­ხებს.

მუდ­მი­ვი კავ­ში­რი
თქვე­ნი ძაღ­ლი რომ არ და­ი­კარ­გოს, გა­მო­ი­ყე­ნეთ ულ­ტრაბ­გე­რი­თი
სას­ტვე­ნი, შე­არ­ჩი­ეთ ბგე­რის ჟღე­რა­დო­ბის ისე­თი სი­მაღ­ლე, რომ ძაღ­ლმა შორ მან­ძილ­ზე გა­ი­გო­ნოს ნაც­ნო­ბი სიგ­ნა­ლი და მი­სი დახ­მა­რე­ბით იპო­ვოს გზა თქვენ­კენ.

კვალ­ში ჩად­გო­მა

სახ­ლი­დან უფ­რო ხში­რად გარ­ბი­ან გარ­კვე­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად მე­ძებ­რე­ბი და მდევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­სტინ­ქტუ­რად მიჰ­ყვე­ბი­ან სუნს; თუ თვა­ლი მოჰ­კრეს მსხვერპლს, ისე გა­მო­უდ­გე­ბი­ან, რომ არად ჩა­აგ­დე­ბენ პატ­რო­ნის ხვეწ­ნას _ დაბ­რუნ­დეს. თუ ასე მოხ­და, ად­გი­ლი­დან ფე­ხი არ მო­იც­ვა­ლოთ და არ გა­ე­კი­დოთ ძაღლს, რად­გან ის ამას თა­მა­შის ნა­წი­ლად აღიქ­ვამს. თა­ნაც, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო­ა, და­ე­წი­ოთ.

უკან მოხ­მო­ბა
დარ­ჩით, სა­დაც ხართ და იქი­დან მო­უხ­მეთ ძაღლს. მას დევ­ნა მა­ლე მოჰ­ბეზ­რდე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა და­ი­კარ­გოს, გან­სა­კუთ­რე­ბით, უც­ნობ გა­რე­მო­ში. თქვენს და­ძა­ხილ­ზე კი უფ­რო ად­ვი­ლად გი­პო­ვით. დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ძაღ­ლი ყო­ველ­თვის და­ა­სა­ჩუქ­რეთ და ნუ გა­უ­ჯავ­რდე­ბით. ასე დაბ­რუ­ნე­ბა მის­თვის და­დე­ბით ემო­ცი­ებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. შე­ე­ცა­დეთ, შე­ბინ­დე­ბი­სას არ ავარ­ჯი­შოთ საბ­ლის გა­რე­შე, რად­გან თუ და­ი­კარ­გა, სიბ­ნე­ლე­ში გა­გი­ჭირ­დე­ბათ მი­სი პოვ­ნა.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
ძაღ­ლი სახ­ლშიც შე­იძ­ლე­ბა და­ი­კარ­გოს. შეიძლება ყუთში ჩაძვრეს, ან თვალს მოეფაროს გართობისას.

მიკ­რო­ჩი­პი
რაც ად­რე შე­ნიშ­ნავთ ძაღ­ლის და­კარ­გვას, მით მა­ლე შეძ­ლებთ მის პოვ­ნას. ამის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ძაღ­ლის კან­ქვეშ ჩა­ნერ­გი­ლი მიკ­რო­ჩი­პი უნი­კა­ლუ­რი კო­დით, რო­მე­ლიც შე­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა ცენ­ტრა­ლურ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში. ეს უკა­ნას­კნე­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ცხო­ველ­თა გა­დარ­ჩე­ნის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი­სათ­ვის. ცნო­ბი­ლია რამ­დე­ნი­მე შთამ­ბეჭ­და­ვი ამ­ბა­ვი, თუ რო­გორ იპო­ვეს ამ გზით თვე­ე­ბის, ზოგ­ჯერ კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბი.

გზა ში­ნი­სა­კენ
თუ ძაღ­ლი ტრან­სპორ­ტის მსხვერ­პლი არ გახ­და და არც არა­ვის მო­უ­პა­რავს, ის ბო­ლოს და ბო­ლოს ადა­მი­ა­ნებ­თან მი­ვა. შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩებ­ში იწან­წა­ლოს ან სახ­ლში გაჰ­ყვეს ვინ­მეს. რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხებს შინ დაბ­რუ­ნე­ბას, და­მო­კი­დე­ბუ­ლი­ა, სახ­ლი­დან რა მან­ძილ­ზე და­ი­კარ­გა, რამ­დე­ნად იც­ნობს იქა­უ­რო­ბას, შე­უძ­ლია თუ არა სუ­ნის მი­ხედ­ვით მი­აგ­ნოს სახლს და ა.შ. ძაღ­ლე­ბის მის­წრა­ფე­ბას ხე­ტი­ა­ლი­სად­მი ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ­ცი­რებს კას­ტრი­რე­ბა, ამი­ტო­მაც არის ეს ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა მათ­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი.

მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი

სამ­წუ­ხა­როდ, დიდ ქა­ლა­ქებ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით ძაღ­ლებს, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში ცხოვ­რო­ბენ, ბევ­რი კი სუ­ლაც იქ და­ი­ბა­და. სახ­ლის ძაღ­ლებ­თან შე­და­რე­ბით, ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით ცო­ტა ხანს ცოცხ­ლო­ბენ, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რად უხ­დე­ბათ ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის, მა­გა­ლი­თად საკ­ვე­ბი­სა და თავ­შე­საფ­რის­თვის.

ნარ­ჩე­ნე­ბის ჭა­მა
მო­ხე­ტი­ა­ლე ძაღ­ლებს საკ­ვე­ბი სჭირ­დე­ბათ და ამი­ტომ ხში­რად იქე­ქე­ბი­ან ნა­გავ­ში. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყოფ ში­ნა­ურ ძაღ­ლებს, გა­რე­უ­ლი თა­ნა­მოძ­მე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არც ისე მოს­წონთ საკ­ვე­ბის­თვის ნა­დი­რო­ბა და დამ­პა­ლი და სა­ში­ში საკ­ვე­ბის ჭა­მას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, რის გა­მოც ავად­დე­ბი­ან.


ფრთხილად!
დარ­წმუნ­დით, რომ თქვე­ნი ეზო და­ცუ­ლია და მე­სერ­ში არ არის გა­საძ­რო­მი, რომ­ლი­თაც ძაღ­ლი კარ­-მი­და­მო­დან გაქ­ცე­ვას შეძ­ლებს.
111
შენ ნამდვილი პატრონი ყოფილხარ ლიზიკო,ყოჩაღ:დ
liza
ჩემ ძაღლს ძალიან არ უყვარს სკოლის ავტობუსები, ერთხელ უცებ გაძვრა კარიდან და გაეკიდა ავტობუსს, ვაიმე თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა, მიდის ავტობუსი, მისდევს ძაღლი და უკან ფეხშიშველი ხალათით მივდევ მე. რაც მაშინ გადავიტანე არავის ვუსურვებ, ალბათ ვირბენდი სანამ არ დავეცემოდი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?