სასამართლოს გადაწყვეტილებით ძაღლს ყეფა აეკრძალა
სასამართლოს გადაწყვეტილებით ძაღლს ყეფა აეკრძალა
წაროუდგენელია, როგორ უნდა მოახერხოს პატრონმა, ძაღლს ყეფა აუკრძალოს, თუმცა, რაიონულმა სასამართლომ ხორვატიის ერთ-ერთ პატარა ქალაქ პულაში პატრონს საკმაოდ სოლიდური ჯარიმა დააკისრა, ხოლო მის ძაღლს ყეფა აეკრძალა.

სასამართლომ დააკმაყოფილა ქალის საჩივარი, მან თავის გვერდით მცხოვრებ მეზობელს უჩივლა, იმის გამო, რომ მისი ძაღლი შეუჩერებლად ყეფდა. ქალის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და უძილობა დაეწყო.

"ჩემი ძაღლი მედო მიჩვეულია ღამე ეზოში ყოფნას, ის ტერიტორიას იცავს. სამწუხაროა, რომ მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ მომიწევს მედოს ღამით სახლში გამოკეტვა."- ამბობს ძაღლის პატრონი ანტონ შიმუნოვიჩი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ძაღლის ერთხელ დაყეფვა, პატრონს 20 ათასი კუნას (ხორვაიტული ვალუტა) გადახდა მოუწევს. ეს კი
25 000 ევროზე მეტია. 

"სასამართლოს შემდეგ ჩვენ ვცხვრობთ შიშში, თუ ჩემი ძაღლი დაყეფს, ვიცი, რომ ჩემი მეზობელი აუცილებლად გამოიძახებს პოლიციას და 20 000 კუნას გადამახევინებენ."- ამბობს მედოს პატრონი.

მეზობელი ქალი კი ირწმუნება, რომ მას აქვს დამადასტურებელი ვიდეო, სადაც ძაღლი ძალიან ხმამაღლა ყეფს და პატრონი მას სპეციალურად უშვებს ქალის ფანჯარასთან ახლოს.

ასევე იხილეთ:

რა არ მოსწონს პატრონისგან ძაღლს?

როგორ ცდილობს ძაღლი თქვენი ყურადღების მიქცევას

ლაბრადორმა პოლიციის გამოძახებით პატრონის სიცოცხლე გადაარჩინა

თამარი
ძაღლს რამენაირად უნდა გადააჩვიოს განუწყვეტლივ ყეფა . ამის სპეციალური კურსებიც კი არის . არაა გაორიცხული რომ ძალის მეპატრონეს უხაროდა მეზობლის ნერვოზი. ზოგი ისეთია სხვას რამე რომ აწუხებს თვითონ მშვიდდება . ძაღლის პატრონი საშინლად დებილია რომ ძაღლსაც ამ აგრესსი მონაწილეს ხდის . მე ჩემს კატას ტვალეტში მოფსმა ვასწავლე და ძაღლის ინსტუქტირწბა და რამი სწავლა უფრო იოლია რადგან ძაღლი უფრო დამჯერია.
emigranti manana
ავადყოფი მეზობელი ეს იგივეა ადამიანს ლაპარაკი აუკრძალო.
???????????????????????????????
აბა რა ქნას ამ ქალმა? არ დაიძინოს?
nina tsereteli
20.000 კუნა არის 2596 ევრო!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?