რა არ მოსწონს პატრონისგან ძაღლს?
რა არ მოსწონს პატრონისგან ძაღლს?
ცხოველის სახლში მოყვანა ბევრი მიზეზით არის განპირობებული. შესაძლოა ის თავშესაფრიდან მოიყვანოთ, ბავშვმა გთხოვოთ ძაღლის ყიდვა, რათა ოთხფეხა მეგობარი შეიძინოს, ან თავისით მოცუნცულდეს თქვენს სახლთან, მის საწყალ თვალებს ვერ გაუძლოთ და თქვენს ოჯახს კიდევ ერთი წევრი შემატოთ ძაღლის სახით.

შეიძება მათი საქციელით ჩვენ კმაყოფილები არ ვიყოთ, თუმცა მათაც არ მოსწონთ ზოგიერთი რამ ჩვენგან. შესაძლოა გვგონია, რომ ჩვენს ბინადრებთან დამოკიდებულების მხრივ სწორედ ვიქცევით, თუმცა არის რაღაც უმნიშვნელო, რაც ჩვენს შინაურ ბინადარს არ მოსწონს.

რა არ მოსწონთ ძაღლებს პატრონებისგან?

ძაღლს არ მოსწონს, როდესაც
ჩვენ მათ ვესაუბრებით.


ძაღლმა შესაძლოა რამდენიმე მინიშნებითი ფრაზა გაიგოს, მაგ: "წავიდეთ ეზოში", "მოდი გაჭამო", თუმცა
ძაღლს არ ესმის, როდესაც საყვედურობთ, ან სხვადახვა სიტყვებით ახასიათებთ და ეფერებით. ამ დროს ის ნერვიულობს. ამიტომ შეეცადეთ მხოლოდ სხეულის ენით ესაუბროთ თქვენს ოთხფეხა ბინადარს.

Zooclub

ნუ უბრძანეთ თქვენს ძაღლს , როდის და სად მოისაქმოს.


წარმოდიგინეთ თქვენ, რომ გიბრძანებდნენ როდის მიიღოთ აბაზანა, როდის დაიძინოთ და ა.შ. ეს ძალიან მოსაბეზრებელი და დამთრგუნველი პროცესია. მიეცით ძაღლს დრო, რომ მონიშნოს თავისი ადგილი, ნუ დააჩქარებთ მას. შესაძლოა ამ პერიოდს 5 წუთზე ან 10 წუთზე მეტიც დასჭირდეს, მაგრამ ეცადეთ არ ააჩქაროთ ამ დროს და არ უყვიროთ, რათა თავისი საქმე მალე მოითავოს.

როდესაც უხასითოდ ვართ, ჩვენი ძაღლი ამას განიცდის

თუ თქვენ ხართ დაძაბული, განერვიულებული და თქვენი ძაღლის მიმართ გამოხატავთ უარყოფით ენერგიას, მასაც ეცვლება განწყობა უარყოფითად. ძაღლები თქვენს შინაგან სამყაროს ხედავენ და ყოველთვის განიცდიან, როდესაც პატრონი ცუდ განწყობაზეა.

ძაღლის გასეირნება ეზოში

შესაძლოა თქვენ დაღლილი დაბრუნდით სამსახურიდან, ან გეჩქარებთ სადმე, გინდათ "ვალი" მოიხადოთ, უცებ გაგყავთ ეზოში ძაღლი, 5 -10 წუთი ასეირნებთ და უკან აბრუნებთ სახლში. ეს ძაღლისთვის ძალიან დამთრგუნველი პროცესია. წარმოიდგინეთ მთელი დღე სახლშია და რამდენად იშვიათად უწევს გარემოს გამოცვლა. როდესაც ეზოში გაგყავთ თქვენი ოთხფეხა ბინადარი, ყველაზე ცოტა 30-40 წუთი მაინც გაასერნეთ, რათა სხვა გარემო აღიქვას და ცოტა განტვირთვა მოახერხოს.

Zooclub

როდესაც ყეფის დროს თქვენ უყვირით ძაღლს

როცა ძაღლი მოგვყავს სახლში, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწონოთ ის, რომ შესაძლოა მან ღამე დაყეფოს ხმაურზე, ასევე დღეც ყეფავდეს სხვადასხვა გამაღიზიანებელ სიტუაციებზე, ან ყეფით სხვა ძაღლებთან კომუნიკაციას ამყარებდეს, თუმცა როდესაც თქვენ ამის გამო უყვირით ის მეტად ღიზიანდება. ამ დროს უფრო მეტად ყეფს და აგრესიული ხდება, ან ითრგუნება, რაც სისტემატიური ყვირილის შემთავევაში, სამომავლოდ შესაძლოა ძაღლის ხასიათზე და ჯანმთელობაზე ცუდად აისახოს.

არ დასაჯოთ თქვენი ბინადარი, სახლში ნივთის დაზიანების შემთხვევაში

როდესაც მიხვედით სახლში და ოთახი დაგხვდათ არეული, ან რაიმე ნივთი დაზიანებული. ნუ ეჩხუბებით თქვენს ბინადარს, ძაღლი ამ დროს საშინლად ითრგუნება და თქვენი საყვედური მისდამი, ყოველთვის გულში ექნება.
არ დაიხაროთ მასთან  და  სახე ახლოს არ მიუტანოთ. როდესაც რამეს ასწავლით
მსგავსი მოქმედება ძალიან თრგუნავს ძაღლს. რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ ეს ძაღლთან მიმართებაში ძალადობის იდენტურია. ასაკოვანი ძაღლი შეიძლება ადამიანის მიმართ აგრესიულიც გახდეს მსგავს სიტუაციაში.

როდესაც ძაღლს კოცნას სთხოვთ

როცა თქვენ ძაღლს ეუბნებით რომ გაკოცოთ, ეს მისთვის დომინირებას ნიშნავს, ადამიანის მხრიდან. შეიძლება თქვენი თხოვნა ათასჯერ შეასრულოს, თუმცა ნუ გგონიათ, რომ მას ეს მოსწონს. როდესაც ადამიანი კოცნის ძაღლს, ხშირ შემთხვევაში ძაღლი ხდება დომინანტი (ასე აღიქვავს ცხოველი ამ ფაქტს) და სამომავლოდ შესაძლოა მის ქცევასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ.

Zooclub

ძაღლს არ მოსწონს, როცა ხმამაღალ "ბავშვის ხმაზე"  მოფერებით ესაუბრებიან


გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს არ უყვარს, როდესაც "დამახინჯებული" სიტყვებით ესაუბრებიან ბავშვის ხმაზე  და ამასთანავე მსგავსი საქციელი არ მოსწონს ძაღლსაც.


ძაღლის დატოვება ცხოველების სასტუროში, როდესაც თქვენ ქალაქიდან გადიხართ

პატრონთან განშორებას ძაღლი ძალიან განიცდის. მით უმეტეს, როდესაც კვირები , ან თვეების განმავლობაში ვერხედავს იმ ადამიანს ვინც მისთვის ძვირფასია. ცხოველების სასტუროში დატოვება ძაღლისთვის ორმაგი სტრესია, რადგან ის იმყოფება უცხო გარემოში და მხოლოდ უცხო ადამიანებს ხედავს.

ოთახში მტვერსასრუტის გამოყენება, სადაც ძაღლია

Zooclub

მტვერსასრუტის გამოყენება აუცილებელია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სახლში ცხოველი ჰყავს. ოდესმე დაკვირვებიხართ თქვენს ბინადარს, როდესაც მტვერსასრუტი ჩართულია, როგორ არიდებს თავს და იმალება მისი ხმის გაგონებაზე? ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენს ძაღლს შიში აქვს მის ხმაზე. ამ დროს ის განიცდის სტრესს, განსაკუთრებით ლეკვობაში. საუკეთესო გამოსავალია, მტვერსასრუტი გამოიყენოთ მაშინ, როცა თქვენი ბინადარი სასეინოდ არის გასული, ან სხვა ოთახშია.

ასევე იხილეთ:

დღეში რამდენჯერ უნდა ვასეირნოთ ძაღლი

რა რაოდენობით წყალი უნდა დალიოს ყოველდღიურად ძაღლმა?

ძაღლის ენა – პირველი გაკვეთილები


ნუგო
ანუ ვიყიდოთ ფაიფურის ძაღლი და შემოვდგათ პიანინოზე!! სეირნობა-დასჯაზე გეთანხმებით, არ უნდა უყვირო,არ უნდა ეუხეშო. მაგრამ მოფერებაც არ შეიძლება, თქვენ რომ კაცმა გისმინოთ. ყველა ძაღლს ინდივიდუალური ხასიათი აქვს. ჩემსას არათუ ეშინია, არამედ ძალან უყვარს მტვერსასრუტთან თამაში, როცა ჩართულია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?