რა რაოდენობით წყალი უნდა დალიოს ყოველდღიურად ძაღლმა?
რა რაოდენობით წყალი უნდა დალიოს ყოველდღიურად ძაღლმა?
ძაღლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ისევე როგორც ადამიანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის წყლის მიღება. ძაღლის ორგანიზმი ყოველდღიურად, გარკვეული რაოდენობით წყალს კარგავს, გააჩნია რამდენად აქტიურია იგი.
ძაღლი, რომელიც დღეში 10-15 % წყალს კარგავს, იმ შემთხვევაში, თუ მან არ აღიდგინა იმავე რაოდენობის სითხე, დროთა განმავლობაში შესაძლოა ავად გახდეს და უფრო მეტიც, მისი ავადმყოფობა ფატალურად დასრულდეს.

რა რაოდენობის წყალია ყოველდღიურად საჭირო ძაღლისთვის?

თქვენი ბინადარი ყოველდღიურად უნდა იღებდეს 1 კგ-ზე 31 გრამ წყალს ანუ თუ ძაღლი 10 კგ-ს იწონის მან უნდა დალიოს დაახლოებით 2 ჭიქაზე
მეტი წყალი.

იმისთვის, რომ აკონტროლოთ, თუ რამდენ წყალს სვამს ყოველდღიურად თქვენი ძაღლი, ყოველ დილით აავსეთ
მისი დასალევი ჯამი წყლით და შეამოწმეთ მეორე დილით, რა რაოდენობის წყალი დარჩება.

Zooclub

აუცილებელია ძაღლს საკმარისზე მეტი დასალევი წყალი ჰქონდეს თავის ჯამში.
არ დაგავიწყდეთ, თქვენი ბინადარისთვის წყლის ჯამი ყოველდღიურად გარეცხოთ და ახალი წყლით აავსოთ.
როდესაც თქვენი ძაღლი სასეირნოდ გაგყავთ, აუცილებლად გაიყოლეთ მისთვის დასალევი წყალი.

Zooclub

არაერთი ძაღლი უნიტაზიდან სვამს წყალს, რაც მისთვის საზიანოა. ეცადეთ, რომ უნიტაზის თავი ყოველთვის დაფარებული იყოს.

გაუწყლოვანების სიპტომები

როდესაც ძაღლი არ სვამს საკმარის წყალს და ამასთანავე ორგანიზმში წყლის ნაკელებობა აქვს, მისი სხეული იფიტება. მოხუცი, ავადმყოფი, ან ფეხმძიმე ძაღლის ორგანიზმი შედარებით იოლად კარგავს წყლის რაოდენობას.

მისი სიპტომებია:

ენერგიის დაკარგვა;
უმადობა;
თვალების დაწვრილება;
ცხვირის და ენის სიმშრალე.


იმისთვის, რომ შეამოწმოთ, აქვს თუ არა თქვენს ძაღლს გაუწყლოვანება, უნდა მოიქცეთ შემდეგნაირად:

1. კისერში ან გვერდებზე მოკიდეთ ძაღლის კანს ხელი, ასწიეთ და უცებ გაუშვით, თუ თქვენი ბინადარი ჯანმთელია, კანი თავის ადგილას ძალიან სწრაფად უნდა დაბრუნდეს.

2. რბილად დააჭირეთ თქვენს ძაღლს კანზე ხელი და რამდენიმე წამი გააჩერეთ, ისე რომ პატარა ლაქა (სხვაობა) დაემჩნეს, ლაქა მალევე უნდა გაქრეს მისი კანიდან, ანუ დაუბრუნდეს თავის საწყის ფერს.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს ბინადარს გაუწყლოვანება აქვს, რეკომენდირებულია მიმართოთ ვეტერინარს.

ტეგები
Maggot
"თქვენი ბინადარი ყოველდღიურად უნდა იღებდეს 1 კგ-ზე 31 გრამ წყალს" ჩემი ძაღლი არის 25 კილო. ანუ დღეში ლიტრა წყალიც არ სჭირდება? -_- რაღაც ძაან მეეჭვება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?