როდესაც მაშველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ნახეს ლაბრადორის ჯიშის ძაღლი, რომელიც თავის პატრონს იცავდა და ახლოს არავის უშვებდა. მათ ბევრი მცდელობის შედეგად, ძაღლი მშვიდად მოაშორეს მამაკაცს, რათა შეძლებოდათ დაზარელებულის დახმარება. ლაბრადორის პატრონი კლინიკაში გადაიყვანეს,
"საშინელი ყინვა იყო, ნახევარი საათითაც , რომ ასეთ სიცივეში უგონოდ ყოფილიყო ჩვენ მის გადარჩენას ვეღარ შევძლებდით."- განაცხადა პაციენტის ექიმმა.
მაშველებს ძაღლი მხოლოდ პატრონის გადარჩენაში არ დახმარებიათ. სასეირნოდ გამოსულ მამაკაცს არანაირი პირადობის დამადასტურებელი საბუთი თან არ ჰქონდა, ამიტომ ლაბრადორმა დაზარალებულის პირადობის დასადგენად, მაშველები სახლამდეც მიიყვანა.
ასევე იხილეთ:
უნარშეზღუდული ძაღლი პატრონის გადასარჩენად ღობეზე გადახტა
ძაღლს პატრონის დანახვაზე სიხარულისგან გული წაუვიდა
საოცარი კადრები: როგორ ცდილობს პატრონი ძაღლის დახსნას პითონისგან