უნარშეზღუდული ძაღლი პატრონის გადასარჩენად ღობეზე გადახტა (+ვიდეო)
უნარშეზღუდული ძაღლი პატრონის გადასარჩენად ღობეზე გადახტა (+ვიდეო)
ათი წლის ძაღლი, ჩანსი ქრონიკული დაავადებით დისპლაზიით იტანჯება. მან საყვარელი პატრონი გადაარჩინა. 

უნარშეზღუდულ ჩანსს პატრონის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ღობეზეც კი მოუწია გადახტომა.

ბილი კოლინსი, რომელიც ვიეტნამის ომის ვეტერანია, ძილის დროს საწოლიდან გადმოვარდა,თავი დაარტყა  და გონება დაკარგა. ამ დროს სახლში მისი ათი წლის ძაღლის გარდა, არავინ იმყოფებოდა.

"ბოლოს, ჩემი იატაკზე ჩამოვარდნა მახსოვს, შემდეგ გონება დავკარგე."- ამბობს ბილი.

ჩანსმა შეძლო კარის გაღება და ღობეზე გადახტომა, რათა მეზობლის სახლში დახმარების სათხოვნელად მისულიყო.

მეზობლებმა ძაღლი თავიანთ შესასვლელ ჰოლში ნახეს, ცხოველს სხეულზე სისხლის ლაქები ჰქონდა.

"ჩანსი ცხვირზე, ფეხებსა და ზურგზე სისხლით
მოთხვრილი იყო."- ამბობს ვეტერანის მეზობელი.

ძაღლი მეზობლებს გაუძღვა თავისი სახლისკენ. 

"კარზე დავაკაკუნე, შემოსასვლელში სისხლი შევნიშნე,
ხოლო რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ დავინახე, როგორ იწვა ბილი იატაკზე."- ამბობს მეზობელი.

"მე არ მახსოვს, რამდენი ხანი ვიწექი გონებადაკარგული იატაკზე."-იხსენებს ბილი.

Zooclub

ომის ვეტერანი რამდენიმე დღის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ეს მისი ერთგული ოთხფეხა მეგობრის დამსახურებაა.

"ჩანსი ყოველთვის ჩემს გვერდით არის, არასოდეს მშორდება, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ ვგრძნობ, რომ უფრო ყურადღებიანი გახდა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე თან დამყვება. ის ავად არის, მაგრამ ჩვენ ერთად ვიბრძვით ამ დაავადების შესამსუბუქებლად."- ამბობს ბილი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

კატამ პატრონი დაწვას გადაარჩინა

ვეშაპმა ადამიანი სიკვდილისგან იხსნა

როგორ შეხვდა ლეკვი ადამიანს , რომელმაც გადაარჩინა



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?