5 ნიშანი, რომ თქვენს ძაღლს ძალიან უყვარხართ
5 ნიშანი, რომ თქვენს ძაღლს ძალიან უყვარხართ
ჩვენ გვიყვარს საკუთარი ძაღლი, რადგან ის ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. მას ვაჩვენებთ ჩვენს სიყვარულს სხვადასხვა სახით - ჩახუტებით, მოფერებით, თბილი სიტყვებით და ა.შ. მაგრამ როგორ იქცევა ძაღლი, როცა პატრონი ძალიან უყვარს? ყოველი პატრონი ხვდება თავისი ძაღლის დამოკიდებულებას, მაგრამ სასიხარულოა, როცა ქვევით ჩამოთვლილ მინიშნებებში თქვენ და თქვენი ძაღლის თავს ამოიცნობთ. 

თუ თქვენი შინაური ცხოველი იქცევა ისე, როგორც ამ ჩამონათვალშია, ეს ნიშნავს, რომ მას უსაზღვროდ უყვარხართ.

თამაში და სირბილი პატრონთან ერთად

Zooclub

იმ დროს, როცა ძაღლთან თამაში აუცილებელ და მნიშვნელოვან საზრუნავად მიგვაჩნია, მას ხშირად, ეს
გართობა ცელქობაში, პატრონთან ჭიდაობაში გადააქვს. ეს ძაღლის ნამდვილი თამაშია თავის საყვარელ მეგობართან. დააკვირდით, როგორ თამაშობს
თქვენი ძაღლი/ლეკვი სხვა ოთხფეხა მეგობრებთან, სწორედ იგივე ჟესტებს იყენებს ის პატრონთან თამაშის დროსაც, როცა უზომო სიყვარულს გამოხატავს. მსგავსი თამაში-ჭიდაობა მეტად გაახლოვებთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან.

პატრონთან ერთად ძილი

Zooclub

ძაღლში მგლის გენებია. მტაცებლები ერთმანეთს ეხმარებიან სითბოს შენარჩუნებაში, ასევე ერთად წოლით ისინი თავს მეტად დაცულად გრძნობენ. ეს ერთ-ერთი ნიშანია ძაღლისთვის, რათა დაგანახოთ, როგორ ზრუნავს თქვენზე. მას სურს, ყოველთვის თვალი გადევნოთ. ძაღლი ამ დროს თავს კომფორტულად გრძნობს და აღგიქვამთ თავისი ოჯახის/ხროვის წევრად.

როცა ძაღლი პატრონს წინა თათებით ახტება

Zooclub

ეს პატრონისთვის არასასიამოვნო საქციელია. ხშირად მსგავსი მოქმედების დროს, პატრონი ძაღლს ტუქსავს, თუმცა, რას ფიქრობს ამ დროს ძაღლი? ის ამ დროს პატრონის დანახვაზე ღელავს. ძაღლს უნდა, რომ პატრონს გაუნაწილოს თავისი ემოციები, ამ ქცევით გთხოვთ მისი ემოციური მდგობარეობა გაიზიაროთ.

კუდის ქიცინი

Zooclub

კუდის ქიცინი ყოველთვის სიხარულს არ გამოხატავს. ეს ქცევა, ასევე პატრონზე მიჯაჭვულობას აღნიშნავს. როდესაც ძაღლი ოთახებში დაგყვებათ, თვალს არ გაშორებთ და კუდს აქიცინებს, ამ ქცევით, მას სურს გითხრათ, რომ ის ქვეცნობიერ კავშირს ამყარებს თქვენთან, რაც მიჯაჭვულობის ნიშანია.

როცა ძაღლი პატრონს ყველგან თან დაყვება

Zooclub

ძაღლი პატრონს ყველგან თან დაყვება რამდენიმე მიზეზის გამო - ეს მათი ცნობიერებაა, რომ კონკრეტული ადამიანი (პატრონი) მისთვის არის თავშესაფრისა და კვების წყარო, თუმცა, ძაღლს ასევე აქვს გარეული წინაპრების გენები, რომლებსაც ხროვად სიარული აქვთ გენებში. ძაღლი/ლეკვი ამით გაჩვენებთ, რომ თქვენზე ზრუნავს, უყვარხართ და გიცავთ.

ასევე იხილეთ:

ძაღლების და სხვა ცხოველების უც­ნა­უ­რი მე­გობ­რო­ბა

სუნით მონიშვნა, ანუ ძაღლების მიერ სამყაროს ყნოსვით აღქმა

რატომ აბრუნებს ძაღლი თავს გვერდით, როცა ელაპარაკებით?

lili
ეჰჰჰჰჰ, ხალხს აგარ უკვარტ ერტმანეტი და დზაგლებს მაინც ვუკვარდეტ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?