სუნით მონიშვნა, ანუ ძაღლების მიერ სამყაროს ყნოსვით აღქმა
სუნით მონიშვნა, ანუ ძაღლების მიერ სამყაროს ყნოსვით აღქმა
ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­ყა­როს უპი­რა­ტე­სად მხედ­ვე­ლო­ბი­სა და სმე­ნის გრძნო­ბა­თა ორ­გა­ნო­ე­ბით აღიქ­ვა­მენ . ძაღ­ლე­ბი ამას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზით _ უაღ­რე­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყნოს­ვის წყა­ლო­ბით _ ახერ­ხე­ბენ. ერ­თმა­ნეთ­თა­ნაც სუ­ნით მო­ნიშ­ვნის სა­შუ­ა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბენ.


რე­გუ­ლა­რუ­ლი მო­ნიშ­ვნა
სუ­ნი რჩე­ბა გა­რე­მო­ში, თუმ­ცა მი­სი მდგრა­დო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ამინ­დის პი­რო­ბებ­ზე, მა­გა­ლი­თად, კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მა ძალ­ზე მა­ლე ჩა­რეცხ­ავს და აქ­რობს სუ­ნის კვალს. ამი­ტო­მაც ძაღ­ლე­ბი სე­ირ­ნო­ბის დროს ხში­რად სუ­ნით მო­ნიშ­ნა­ვენ ხოლ­მე ერ­თსა და იმა­ვე ად­გილს; ცდი­ლო­ბენ, და­ტო­ვონ სა­კუ­თა­რი და გა­აქ­რონ სხვა ინ­დი­ვი­დე­ბის სუ­ნი _ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც თა­ვი­სად მი­იჩ­ნე­ვენ.

მო­ნიშ­ვნის ჩვე­ვა

სუ­ნით მო­ნიშ­ვნა გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია
ხვა­დე­ბის­თვის. მას შემ­დეგ, რაც სქე­სობ­რივ სიმ­წი­ფეს მი­აღ­წე­ვენ, და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი თვის ასა­კი­დან, გა­რეთ სე­ირ­ნო­ბი­სას იწყ­ე­ბენ უკა­ნა
ცა­ლი ფე­ხის აწე­ვით ხში­რად შარ­დვას. თა­ნაც სა­შარ­დე ბუშტს მთლი­ა­ნად არ ცლი­ან, რად­გან სხვა­დას­ხვა ად­გი­ლის მო­ნიშ­ვნა­სა და სუ­ნის და­ტო­ვე­ბა­საც აპი­რე­ბენ.

უაღ­რე­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა

სუნ­ზე დაყ­რდნო­ბით ძაღ­ლებს გა­რე­მოს ზედ­მი­წევ­ნი­თი სუ­რა­თის წარ­მო­სახ­ვა შე­უძ­ლი­ათ.

სუ­ნის კვალ­დაკ­ვალ

ძაღ­ლე­ბი სუ­ნით ცნო­ბენ არა მხო­ლოდ თა­ნა­მოძ­მე­ებს, რომ­ლებ­მაც მო­ცე­მულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­ა­რეს, არა­მედ სხვა სა­ხე­ო­ბებ­საც, მა­გა­ლი­თად მე­ლა­სა და ენოტს. მგლე­ბიც ამ­გვა­რად ად­გე­ნენ მსხვერ­პლის ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბა­სა და მე­ზო­ბე­ლი ხრო­ვის წევ­რე­ბის შე­მოჭ­რას თა­ვი­ანთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ისი­ნი, მრა­ვა­ლი მტა­ცებ­ლის მსგავ­სად, დიდ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაძ­რწი­ან და გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა­ში მათ­თვის სა­სი­ცოცხ­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნა­დი­რის სუ­ნით მიგ­ნე­ბის უნა­რი. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ სუ­ნის და­ტო­ვე­ბის დრო­ის დად­გე­ნაც, რად­გან ამით გა­ცი­ლე­ბით ზუს­ტი წარ­მოდ­გე­ნა ექ­მნე­ბათ მსხვერ­პლზე. სუ­ნის მეშ­ვე­ო­ბით მგლე­ბი და ძაღ­ლე­ბი გა­მუდ­მე­ბით იღე­ბენ გა­რე­მოს შე­სა­ხებ ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად მი­უწ­ვდო­მე­ლი­ა.

და­მამ­შვი­დე­ბე­ლი არო­მა­ტე­ბი
რა მო­ცუ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ ძაღ­ლე­ბი სუ­ნის აღ­ქმით, დარ­წმუ­ნე­ბით თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. გა­მოკ­ვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ისი­ნი სუნს იყე­ნე­ბენ სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, ახ­ლო მან­ძილ­ზე ურ­თი­ერ­თო­ბის­თვი­საც კი. მა­გა­ლი­თად, დად­გინ­და, რომ მე­ძუ­ძუ­რი დე­და ძაღ­ლე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ სპე­ცი­ფი­კურ ე.წ. `და­მამ­შვი­დე­ბელ ფე­რო­მონს~, რო­მე­ლიც სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბი­დან გა­მო­ი­ყო­ფა და ლეკ­ვებ­ზე და­მამ­შვი­დებ­ლად მოქ­მე­დებს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ზო­გი­ერ­თი ხე­ლოვ­ნუ­რი საკ­ვე­ბის სუ­ნი და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს ბე­ბერ ძაღ­ლებ­ზე და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ფე­ი­ერ­ვერ­კის გრუ­ხუ­ნით ან ვე­ტე­რი­ნარ­თან ვი­ზი­ტით შე­ში­ნე­ბუ­ლი ძაღ­ლის და­საწყ­ნა­რებ­ლად. ასე­ვე მოქ­მე­დებს ძაღ­ლე­ბის ქცე­ვა­ზე მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით გვი­რი­ლი­სა და ლა­ვან­დის, ბუ­ნებ­რი­ვი არო­მა­ტიც.

სუ­ნის კვა­ლი
ეს ტაქ­სა მიჰ­ყვე­ბა სუნს, რო­მელ­საც მი­წას­თან ახ­ლოს მი­ტა­ნი­ლი ცხვი­რით შე­იგ­რძნობს.

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ძი­ე­ბა
ძაღ­ლე­ბი გა­ხა­ხუ­ნე­ბით ტო­ვე­ბენ თა­ვი­ანთ სუნს სხვა ძაღ­ლზე ან ადა­მი­ა­ნის სა­მოს­ზე. ამი­ტო­მაც თუ გა­რეთ ან სტუმ­რად ყოფ­ნი­სას რო­მე­ლი­მე ძაღლს შე­ე­ხეთ, შინ მის­ვლი­სას თქვე­ნი ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბა­რი გულ­მოდ­გი­ნედ და­გიწყ­ებთ ფე­ხე­ბის დაყ­ნოს­ვას. სუ­ნი­სა და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის აღ­ქმა ძაღ­ლებს ერ­თმა­ნე­თის ამოც­ნო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ამოც­ნო­ბა
ეს ორი მე­ტი­სი ერ­თმა­ნეთს ყნო­სავს – აინ­ტე­რე­სებთ, ნაც­ნო­ბე­ბი არი­ან თუ არა.

სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლე­ბის მო­ნიშ­ვნა
ძაღ­ლი შარ­დის სუ­ნით მო­სა­ნიშ­ნად, რო­გორც წე­სი, ირ­ჩევს თვალ­ში ­სა­ცემ ად­გი­ლებს: ლამ­პი­ო­ნებს, კედ­ლებს, ხე­ებ­სა და, ზო­გა­დად, ვერ­ტი­კა­ლურ ზე­და­პი­რებს, რო­მელ­თაც სხვა ძაღ­ლე­ბიც ხში­რად სუ­ნა­ვენ. შე­იძ­ლე­ბა და­ეჩ­ვი­ოს მო­ნიშ­ვნას სახ­ლის შიგ­ნი­თაც.


ფრთხილად!

დრო­ზე ჩა­უ­ტა­რეთ აც­რე­ბი ძაღ­ლებს, რად­გან ლამ­პი­ო­ნე­ბის ძი­რის ყნოს­ვით, სა­დაც ხში­რად უხ­დე­ბათ ტე­რი­ტო­რი­ის მო­ნიშ­ვნა, შე­იძ­ლე­ბა ლეპ­ტოს­პი­რო­ზით და­ა­ვად­დნენ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?