ძაღლების და სხვა ცხოველების უც­ნა­უ­რი მე­გობ­რო­ბა
ძაღლების და სხვა ცხოველების უც­ნა­უ­რი მე­გობ­რო­ბა
ძაღ­ლე­ბი, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბე­ბი, ზოგ­ჯერ სა­ოც­რად ეჩ­ვე­ვი­ან სახ­ლში მათ­თან ერ­თად მცხოვ­რებ სხვა ცხო­ვე­ლებს (მათ შო­რის ძაღ­ლებ­საც) . თუ ერ­თდრო­უ­ლად შე­ი­ძენთ ლეკ­ვსა და კა­ტას და მათ ერ­თად გაზ­რდით, ისი­ნი უსა­თუ­ოდ და­მე­გობ­რდე­ბი­ან.


თა­ვი­სე­ბუ­რი იე­რარ­ქია

ლეკ­ვე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ძალ­ზე ად­ვი­ლად ეჩ­ვე­ვი­ან კნუ­ტებს და ისი­ნიც, მი­უ­ხე­და­ვად მათ სი­ან­ჩხლე­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რი­სა, ეს­წრა­ფ­­ვი­ან ლეკ­ვთან და­მე­გობ­რე­ბას. თა­ვი­დან ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ის გა­რე­მო­ე­ბა იყოს, რომ და­სა­ძი­ნებ­ლად ორი­ვე თბილ კუთხ­ეს ეძებს, ამი­ტო­მაც ბუხ­რის ან გა­მათ­ბობ­ლის ახ­ლოს მო­კა­ლათ­დე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთს ჩა­ე­ხუ­ტე­ბი­ან. გა­რეთ ყოფ­ნის დროს ლეკ­ვი სხვა კა­ტებს ეზო­ში არ უშ­ვებს და
დევ­ნის, რი­თაც თა­ვის მე­გო­ბარ ფი­სუ­ნი­ას სა­ვა­რა­უ­დო თავ­დას­ხმის­გან იცავს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ძაღ­ლი დო­მი­ნან­ტი ხდე­ბა და ხრო­ვის
ბე­ლა­დის როლს ას­რუ­ლებს, ხო­ლო კა­ტას, რო­გორც ჩანს, ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი აქვს.

ურ­თი­ერ­თო­ბის აწყ­ო­ბა

კნუ­ტე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად უფ­რო სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან, ვიდ­რე ხალხს ჰგო­ნი­ა. თუ შე­ი­ძენთ ერ­თი ნა­ყა­რის ორ კნუტს, ისი­ნი, რო­გორც წე­სი, მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმე­გობ­რე­ბენ. თუ კნუ­ტი მარ­ტო­ა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეწყ­ო­ბა ლეკვს.

დამ­ცვე­ლი ძაღ­ლი

კა­ტი­სა და ძაღ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ძი­რი­თა­დად დო­მი­ნან­ტია კა­ტა. ძაღ­ლი მეტ გა­ბე­დუ­ლე­ბას იჩენს გა­რეთ, ზოგ­ჯერ საჩ­ქა­როდ გარ­ბის სახ­ლი­დან, რათა ჩხუ­ბის დროს თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი და­იც­ვას.

კა­ტის საყ­ვე­დუ­რე­ბი

თუ გინ­დათ კა­ტი­სა და ისე­თი ძაღ­ლის და­მე­გობ­რე­ბა, რო­მელ­საც გა­მო­ბურ­ცუ­ლი თვა­ლე­ბი აქვს (მა­გა­ლი­თად მოპ­სი ან პე­კი­ნე­სი), ფრთხი­ლად იყა­ვით, რად­გან ისი­ნი ძალ­ზე და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან. თუ კა­ტა გა­ან­ჩხლდა, ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა თვა­ლე­ბი და­უ­კაწ­როს. თუმ­ცა ის, რო­გორც წე­სი, გაფ­რთხი­ლე­ბის ნიშ­ნად ძაღლს ცხვი­რის წვერს უკაწ­რავს. კა­ტე­ბი ზოგ­ჯერ სა­ო­ცარ სი­ნა­ზეს ავ­ლე­ნენ _ შე­სა­ჩე­რებ­ლად ძაღლს ცხვირ­ში მსუ­ბუ­ქად წაჰ­კრა­ვენ თათს. ამ დროს ბრჭყა­ლე­ბი შე­კე­ცი­ლი აქვთ და არ იკაწ­რე­ბი­ან.

ზრდა
მარ­თა­ლი­ა, ლეკ­ვიც და კა­ტაც, რაც უფ­რო იზ­რდე­ბი­ან, მით მე­ტად გან­სხვავ­დე­ბი­ან სხე­უ­ლის ზო­მით, მაგ­რამ მა­თი მე­გობ­რო­ბა მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გრძელ­დე­ბა. კვლა­ვაც ერ­თმა­ნეთ­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი იძი­ნე­ბენ. კა­ტა დრო­დად­რო ძაღლს ენით ასუფ­თა­ვებს, ზოგ­ჯერ ეზო­ში ძაღ­ლი­სა და პატ­რო­ნის თა­მაშ­ში ჩარ­თვას ცდი­ლობს. ძაღ­ლი ერ­თნა­ი­რი შე­ფე­რი­ლო­ბის ორი კა­ტი­დან მა­შინ­ვე ცნობს თა­ვის მე­გო­ბარ ფი­სუ­ნი­ას.

გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რო­ბა

ერ­თად გაზ­რდი­ლი ლეკ­ვე­ბი მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გა­ნუყ­რე­ლ მე­გობ­რე­ბად რჩე­ბი­ან. რო­ცა ერ­თი ჯი­შის ორი ძაღ­ლი გყავთ, თა­ვა­დაც და­ი­ნა­ხავთ, რამ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბი­ან ხა­სი­ა­თით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თად იზ­რდე­ბი­ან.


რჩევა
ნუ შე­ეც­დე­ბით, კნუ­ტი და ლეკ­ვი იძუ­ლე­ბით და­ა­მე­გობ­როთ _ ეს თა­ვის­თა­ვად მოხ­დე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?