რატომ აბრუნებს ძაღლი თავს გვერდით, როცა ელაპარაკებით?
რატომ აბრუნებს ძაღლი თავს გვერდით, როცა ელაპარაკებით?
იმ დროს, როცა ძაღლს ვეფერებით ან უბრალოდ ვესაუბრებით, ისინი ხშირად წევენ თავს გვერდით. ეს ჩვევა განსაკუთრებით ლეკვებს აქვთ. ამ დროს ისინი ძალიან საყვარლად გამოიყურებიან, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს მათი რეაქცია. 

მკვლევარებმა შეისწავლეს, თუ რას გამოხატავს, როცა ძაღლი თავს გვერდზე აბრუნებს და შედეგად რამდენიმე ახსნა მოუძებნეს:

1. როცა ძაღლს ველაპარაკებით, გვერდზე თავს აბრუნებს მაშინ, თუ ჰგონია, რომ გაბრაზებულები ვართ მასზე.

Zooclub

2. სხვა მოსაზრებით - ლეკვები ამ მოქმედებით ადამიანის შესწავლას ცდილობენ.

3. მკვლევარების თქმით, ძაღლთან საუბრისას, ის ცდილობს კარგად აღგიქვათ,
დააკვირდეს თქვენი პირის მოძრაობას, თავის გვერდზე გადაბრუნებით, ისინი შედარებით
კარგად აღიქვამენ ადამიანის ნაკვთებს და ცდილობენ კარგად დაგინახონ.

Zooclub

4. და ბოლოს, ისინი ცდილობენ გაიგონ, რას ელაპარაკება ადამიანი. თავის გვერდით გადაწევით, ძაღლი ცდილობს აღიქვას ხმის ტემბრი და მისი ტონი.

სწორედ ასე ხსნიან მეცნიერები შინაური ბინადრების ამ უცნაურ საქციელს.

ასევე იხილეთ:

როგორ დავამშვიდოთ ლეკვი

როგორ ეგუება ძაღლი სხვა ცხოველებს

როცა ძაღლები ერთმანეთს ემტერებიან

მარეხი
ჩემს ბათურასაც ყველაფერი ესმის რასაც ვლაპარაკობთ, განსაკუთრებით თუ მასზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით სიტყვა წავიდეთ უყვარს, მაშინვე ემზადება
თეო
მეც ზუსტად რომ ვეტყვი - აბა, წავიდეთ ეხლა - და გადაატრიალებს თავს ხოლმე, თითქოს მაკვირდება - ხომ არ მატყუებო :))))))
თეა
ჩემებს რო ველაპარაკები მაშინ ატრიალებენ თავს,განსაკუთრებით თუ ვეტყვი წავიდეთ,
თამო
რომ უკვირთ, მაშინაც აკეთებენ მასე)))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?