ყველა ლეკვი, განურჩევლად ჯიშისა, უსაყვარლესია. ისინი ყოველთვის თამაშის ხასიათზე არიან და უზომო ენერგიას ფლობენ, მაგრამ ზრდასთან ერთად ზოგიერთ პატრონს გული სწყდება, რომ მისი პატარა, გადარეული ბინადარი იზრდება, მეტად დინჯდება და ჭკვიანდება.
არიან ჯიშები, რომლებიც, სხვა სახეობისგან განსხვავებით, დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ლეკვის თვისებებს. ისინი პატარებივით თამაშობენ და მათი წვრთნა შედარებით რთულია.
ჩვენ წარმოგიდგენთ ძაღლის 10 ჯიშს, რომლებსაც ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვებათ ლეკვობის თვისებები.
ბოქსიორი
ამ ჰიპერაქტიურ ძაღლს ლეკვისგან გარეგნულად თუ გაარჩევთ. მათი სურვილი ყოველთვის ერთი და იგივეა - ითამაშონ მთელი დღე.
დალმატინელი
მის გენებში თამაშისა და სიჯიუტის თვისებები
თანაბრადაა. ენერგიული და მოუსვენარი ხასიათის გამო, დალმატინელის მართვა არც თუ ისე მარტივია.
ბულმასტიფი
ამ ჯიშს ორი წელი სჭირდება, რომ თავის სრულ წონას მიაღწიოს, მაგრამ ზრდა მარტო გარეგნობაზე არ აისახება. ის დიდი ხნის განმავლობაში რჩება მოუქნელ მოზარდ არსებად, რომელიც თქვენი სახლის გარშემო მოუსვენრად ირბენს.
ბიგლი
ბიგლი პატრონის მითითებებზე მეტად საკუთარ ყნოსვას ენდობა, რაც მის წვრთნას საკმაოდ ართულებს. მას ძალიან უყვარს თამაში.
ინგლისური ბულდოგი
ბულდოგს სუსტი იმუნიტეტი აქვს. მას ყურადღება ზრდასრულ ასაკში ისევე სჭირდება, როგორც პატარაობაში. თუ გადაწყვეტთ ამ ჯიშის ლეკვის ყიდვას, შეძენამდე, სელექციონერთან ერთად, აუცილებლად მიიყვანეთ ცხოველი ვეტერინართან, რათა გულდასმით შეამოწმოთ.
ოქროსფერი რეტრივერი
ოქროსფერი რეტრივერი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება და ზრდასრულ ასაკშიც კი დაუღლელად ითამაშებს მთელი დღის მანძილზე, თუ ამის სურვილი გაქვთ.
იორკი
ამ მინიატურული ჯიშის პატარა სხეულში დიდი პიროვნული თვისებები იმალება. თუ გსურთ გყავდეთ ძაღლი, რომელიც საქციელით თუ გარეგნობით ლეკვს მოგაგონებთ, იორკი ის ძაღლია, რომელსაც ეძებდით.
ლაბრადორ რეტრივერი
ლაბრადორების უმეტესობა მთელ დღეს თამაშში ატარებს. მათ ლეკვის თვისებები ზრდასრულ ასაკშიც კი აქვთ.
სენბერნარი
ამ გიგანტ არსებას სჭირდება ორიდან სამ წლამდე, რომ ზრდასრულად ჩაითვალოს და მიაღწიოს გარეგნულ სტანდარტებს. ამგვარად, სენბერნარი დიდხანს რჩება ფუმფულა ლეკვად.
პაპილო
ამ პატარა ძაღლის ჯიშს ძალიან უყვარს თამაში და ყოველთვის იპოვის გასართობს, თუ თქვენ ყურადღებას არ მიაქცევთ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მუშაობა აუცილებელია ყველა ჯიშის ლეკვთან. თუ ინტენსიური წვრთნისთვის დრო ან ენერგია არ გაქვთ, საუკეთესო გამოსავალია ადგილობრივი თავშესაფრიდან აიყვანოთ ზრდასრული ძაღლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ.
ასევე იხილეთ:
5 პრობლემა, რომლებიც განებივრებული ძაღლის პატრონებისთვის უცხო არ არის5 რჩევა, თუ როგორ უნდა დაამშვიდოთ ჰიპერაქტიური ძაღლიძაღლის 8 ჯიში, რომლებსაც ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა