ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც საუკეთესო მცველები არიან
ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც საუკეთესო მცველები არიან
თითქმის ძაღლის ყველა ჯიშს მეტ-ნაკლებად აქვს გენებში მცველის თვისებები, თუმცა, ადამიანისა და ტერიტორიის საიმედო მცველები ყველა ჯიშისგან გამოირჩევიან. მიზეზი მარტივია, ისინი მუშა ძაღლებს მიეკუთვნებიან და მათი თვისებები პერიმეტრის ან პიროვნების დაცვისკენაა მიმართული. ფიზიკური მონაცემები მნიშვნელოვანია, თუმცა, ცხოველის ტემპერამენტი დიდ როლს თამაშობს მოვალეობის შესრულებისას.

თუ გსურთ იყოლიოთ ძაღლი, რომელიც სახლის, კერძო ტერიტორიის ან პიროვნების დაცვაზე იმუშავებს, გადახედეთ ძაღლის 8 ჯიშს.

შენიშვნა: ნებისმიერი ძაღლისთვის აუცილებელია წვრთნა, რა დანიშნულებითაც არ უნდა გყავდეთ იგი.

გერმანული ნაგაზი

Zooclub

გერმანული ნაგაზი ეფექტურად ასრულებს თავის სამუშაოს სამხედრო და
პოლიციის რიგებში. ინტელიგენტი, ლოიალური, გამბედავი  - იგი სწორედ ამ თვისებებითაა დაჯილდოებული. ვინც ეძებს ჯიშს, რომელიც
იქნება  ოჯახის საუკეთესო მცველი, გერმანული ნაგაზი სწორი არჩევანია. იგი ბავშვების საიმედო მეგობარი და ოჯახის წევრების მიმართ ერთგულია.

ბელგიური მალინუა

Zooclub

მალინუას შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი უნივერსალური არსება ვუწოდოთ. მას იმდენად სწრაფი რეაქცია აქვს მოვლენების მიმართ, რომ შემცვლელი არ ჰყავს. მალინუა წარმატებით მუშაობს სამართალდამცველებისა და სამხედრო რიგებში. ის აქტიური და ჭკვიანი მცველია, თუმცა, ოჯახში მისი ყოლა საუკეთესო არჩევანი არაა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში,  თუ მას პროფესიონალი მწვრთნელი არ აკონტროლებს. მალინუას მეტსახელიც შეარქვეს - "მალიგატორი", რადგან იგი ყოველთვის დაცვისკენაა მიმართული.

ქართული ნაგაზი

Zooclub

კიდევ ერთი გამორჩეული მცველი ძაღლის ჯიში, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერი, უშიშარი და ჭკვიანი ცხოველია. ის ორიენტირებულია ცხვრის ფარის დაცვაზე, რაც მის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს. ქართული ნაგაზი  ყურადღებით იცავს პერიმეტრს და უზომოდ ერთგულია პატრონის მიმართ. ოჯახის წევრებიდან ირჩევს და ენდობა მხოლოდ ერთ მეურვეს, მაგრამ ლოიალურია სხვა წევრების მიმართაც.

შენიშვნა: ზრდასრულ ასაკში ამ ჯიშის ნდობის მოპოვებას, არც ისე ცოტა  დრო სჭირდება. 

ჰოლანდიური ნაგაზი

Zooclub

ჰოლანდიური ნაგაზი - ძაღლის კიდევ ერთი ჯიში, რომელიც აუცილებლად მცველის მოვალეობას უნდა ასრულებდეს. იგი წარმატებით მსახურობს სამხედრო რიგებში, ასევე, საუკეთესოა სხვადასხვა შეჯიბრის დროსაც. ჰოლანდიური ნაგაზი ჰიპერაქტიური ჯიშია. მისი ოჯახში ყოლა, როგორც კომპანიონი შინაური ბინადარი, რეკომენდირებული არაა, რადგან ეს ჯიში ყოველთვის უნდა ასრულებდეს თავის სამუშაოს, რომელიც გენებში აქვს.

როტვეილერი

Zooclub

როტვეილერი მუშა ძაღლია, რომელიც საიმედოდ იცავს ფერმას და საკუთარ პერიმეტრს.  იგი საოცრად ლოიალური და მოსიყვარულეა ოჯახის წევრების მიმართ, თუმცა, საშიშია უცხო ადამიანებისა და ცხოველებისთვის.  ისევე როგორც სხვა მცველი ძაღლები, როტვეილერიც წარმატებით მსახურობს სამხედრო და პოლიციის რიგებში. მისი ფიზიკურად ძლიერი სხეული და მცველის ხასიათი ამ ჯიშს შეუცვლელს ხდის. როტვეილერს მოსწონს ბავშვების გარემოცვაში ყოფნა. მას შეგიძლიათ ანდოთ სახლისა და ოჯახის წევრების დაცვა.  ის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიონია.

დობერმან პინჩერი

Zooclub

ტერიტორიის, ოჯახის წევრების დაცვა დობერმანის მოწოდებაა. ეს  უშიშარი, ჭკვიანი და ლოიალური ჯიშია. მეორე მსოფლიო ომის დროს, დობერმან პინჩერმა აშშ-ს საზღვაო შემადგენლობაში, ოფიციალურად მიიღო "მეომარი ძაღლის" სტატუსი. იგი დღეს აქტიური კომპანიონია, მაგრამ მისი გენეტიკა ყოველთვის ითხოვს მუშაობას. კერძოდ - დაიცვას ოჯახის წევრები და კუთვნილი პერიმეტრი.

რიზენშაუცერი

Zooclub

შნაუცერის ჯიშებს შორის ყველაზე დიდი ტანის სახეობა. მისი სამშობლო გერმანიაა, სადაც თავიდან ამ ჯიშის მოვალეობა ცხვრის ფარის დაცვა და დარაჯი იყო. ის მკაცრი, თუმცა, ლოიალური ძაღლია, რომელიც თავის სამუშაოს ეფექტურად ასრულებს. რიზენშნაუცერი  ინტელიგენტი, აქტიური ჯიშია. ის თქვენი ოჯახის საუკეთესო კომპანიონი იქნება.

შენიშვნა: გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას გერმანიაში იყენებდნენ, როგორც მონადირე ძაღლის ჯიშსაც, თუმცა, მცველის მოვალეობას ბევრად ეფექტურად ასრულებს.

კანე კორსო

Zooclub

კანე კორსო ასევე ცნობილია, როგორც იტალიური მასტიფი. ის დაჯილდოებულია დაცვის ინსტინქტით. მისი ძირითადი მოვალეობა დიდი ზომის  ცხოველებზე ნადირობა იყო, თუმცა, ასევე საუკეთესოდ იცავს ადამიანებსა და ტერიტორიას. კანე კორსო ძალიან ძლიერი ჯიშია, რომელიც არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც ძაღლი არასოდეს ჰყოლია ან ოჯახში პატარა ბავშვი ჰყავთ. ყოველი შემთხვევისთვის, მისი სახით შეიძენთ აქტიურ კომპანიონს, რომელიც ორიენტირებული იქნება დაცვაზე.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 12 ჯიში, რომლებსაც სხვა ძაღლებზე მეტად ურჩევნიათ ადამიანის გარემოცვაში ყოფნა

ძაღლის 11 ჯიში, რომლებიც ცივი კლიმატის დროს თავს კომფორტულად გრძნობენ

ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც "დიდი ბავშვები" არიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?