ძაღლებს ადამიანების მსგავსი ეპიზოდური მეხსიერება აქვთ
ძაღლებს ადამიანების მსგავსი ეპიზოდური მეხსიერება აქვთ
ძაღლები ისევე იმახსოვრებენ მოვლენებს, როგორც ადამიანები. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლებს, როგორც მათ პატრონებს, ეპიზოდური მეხსიერება გააჩნიათ. ესაა უნარი - დიდი ხნის მანძილზე დაიმახსოვრონ ინფორმაცია.


მეცნიერების აზრით, ეპიზოდური მეხსიერებით შეუძლიათ დაიკვეხნონ არა მხოლოდ პრიმატებმა, არამედ სხვა ცხოველებმაც, მაგალითად ძაღლებმა. ამის დასამტკიცებლად მკვლევარებმა გამოიყენეს ვარჯიში ”გააკეთე ისე, როგორც მე”. ცხოველები და მათი პატრონები თამაშობდნენ თამაშს, რომლის დროსაც ძაღლებს პატრონების სხვადასხვა ხრიკი უნდა გაემეორებინათ.

ამ ექსპერტიმენტმა აჩვენა, რაც ძაღლების მეპატრონეებისთვის ისედაც დიდი ხანია, ცნობილია: ოთხფეხა მეგობრებს მხოლოდ დანახულის გამეორება შეუძლიათ. თუმცა, მეცნიერები
წინ წავიდნენ. მათ 17 ძაღლი აარჩიეს, ასწავლეს ბრძანრება “გააკეთე ჩემსავით”, შემდეგ კი გაართულეს თამაში.

ბრძანების
დროს "დაწექი”, ძაღლი უნდა დაკვირვებოდა პატრონს, რომელიც განსაზღვრულ მოქმედებას ასრულებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ძაღლს მოულოდნელად აძლევდნენ ბრძანებას “გააკეთე ჩემსავით”. ცხოველს უნდა გაეხსენებინა, რას აკეთბდა ადამიანი რამდენიმე წუთის წინ და გაემეორებინა ეს მოქმედება.

აღმოჩნდა, რომ ნახევარზე მეტ ძაღლს შეუძლია ადამიანების მოქმედების გამეორება დემონსტრაციიდან 1 წუთის შემდეგ. მეტიც, რამდენიმე ცხოველმა ადამიანის მოქმედება 1 საათის შემდეგაც კი გაიხსენა. კვლევამ ცხადჰყო, რომ ძაღლებს შეუძლიათ გახსენება და აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანის საკმაოდ რთული მოქმედების შესრულება. ეს იმ შემთხვებსაც ეხება, როდესაც ცხოველები არ ელოდებიან, რომ ეს ცოდნა მათ დასჭირდებათ.

“ჩვენი კვლევის შედეგები შეიძლება, ცხოველებსა და ადამიანებს შორის ხელოვნურად შექმნილი ბარიერის დანგრევისკენ კიდევ ერთ ნაბიჯად განვიხილოთ", - ამბობს კლაუდია ფუგაცა ბუდაპეშტის უნივერსიტეტიდან, - "ძაღლები ერთ-ერთ იშვიათ, ჭკვიან სახეობას განეკუთვნებიან, და მაინც, დღემდე გაოცებულები ვართ, როდესაც აღმოჩნდა, რომ მათ ადამიანების მსგავსი გონებრივი უნარჩვევები აქვთ”.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?