ძაღლის 6 ჯიში განსაკუთრებული ყნოსვის უნარით
ძაღლის 6 ჯიში განსაკუთრებული ყნოსვის უნარით
არ არსებობს რეალური კვლევა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელ ჯიშს აქვს სხვებისგან გამორჩეული ყნოსვა. ადამიანებისაგან განსხვავებით, ყველა ძაღლს სუნის შეგრძნების საოცარი უნარი აქვს. ამ სიტყვების შემდეგ, შევჩერდებით იმ ძაღლის ჯიშებზე, რომლებიც წარმატებით ასრულებენ სამძებრო სამუშაოებს.

ამ ჯიშებს შეხვდებით ნადირობისას, სამაშველო სამუშაოების დროს, წყალში სამძებრო სამუშაოების შემსრულებლად. ისინი ეფექტურად მუშაობენ სამართალდამცველებთან ერთადაც - პოულობენ ნარკოტიკებს, იარაღს... ეს ყოველივე განსაკუთრებული ყნოსვის დამსახურებაა, რაც სხვა ძაღლებისგან არაფრით გამოარჩევთ, თუმცა, ამ ჯიშებს აქვთ ერთი განსაკუთრებული თვისება - იმუშაონ დიდი ხნის განმავლობაში და, რაც მთავარია, შესვენების
გარეშე.

ბლადჰაუნდი

Zooclub

როდესაც საქმე ეხება ძებნასა და ყნოსვას,  ბლადჰაუნდი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჯიშია. მას აქვს
საოცარი ყნოსვის უნარი და ძებნაში არა მარტო ცხვირი, არამედ ყურები და თვალები ეხმარება. ეს ჯიში პირველად გამოიყვანეს ტახსა და ირემზე სანადიროდ. გარდა ამისა, საუკუნეების განმავლობაში, იყენებენ დაკარგული ადამიანების მოსაძებნად. ითვლება, რომ სხვა ჯიშებთან შედარებით, ბლადჰაუნდს აქვს განსაკუთრებული ყნოსვის უნარი და შესაძლებლობა, იმუშაოს დიდი ხნის განმავლობაში.

ბიგლი

Zooclub

მეძებარ ძაღლებს შორის ბიგლი ერთ-ერთი ყველაზე პატარა ტანის, მაგრამ საოცარი ყნოსვის მქონე ჯიშია. თავდაპირველად იგი შეიქმნა კურდღლებზე სანადიროდ. პატარა ზომის, განსაკუთრებული ყნოსვისა და მოხერხებული ძებნის უნარის წყალობით, ბიგლის ჯიშის ძაღლები დღეს წარმატებით მუშაობენ აშშ-ს აეროპორტებში, რათა აღმოაჩინონ აკრძალული სასოფლო სამეურნეო პროდუქტი.

გერმანული ნაგაზი

Zooclub

გერმანული ნაგაზის ჯიში წარმატებით ასრულებს თავის სამუშაოს სამხედრო და სამართალდამცველ რიგებში. მისი ძლიერი მუშაობის სურვილი ამ ჯიშს შეუცვლელს ხდის. გერმანული ნაგაზის ძირითადი დანიშნულება ძებნა, გადარჩენა და აღმოჩენაა ისეთი ნივთების, როგორებიცაა: ნარკოტიკი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ა.შ.

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

ლაბრადორი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშია. მისი საოცარი ტემპერამენტი ამ სახეობას მრავალმხრივი სამუშაოს უნარით აჯილდოებს. ლაბრადორის ძირითადი მოვალეობა წყალში ნადირობაა. სხვა ძაღლებისგან გამორჩეული ყნოსვა და მუდმივი მზადყოფნა სამძებრო სამუშაოებში, ლაბრადორს შეუცვლელს ხდის. გაწვრთნილი ლაბრადორი სამათალდამცველებთან ერთად წარმატებით ასრულებს თავის სამუშაოს, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ნარკოტიკების აღმოჩენას ეხება.

ბასეტ ჰაუნდი

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ბასეტ ჰაუნდი ფართოდ არ გამოიყენება, როგორც მეძებარი ძაღლი, ის ძლიერი ყნოსვითაა ცნობილი. ბასეტი კურდღელზე მონადირე ჯიშია. მას აქვს უნარი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და სუნს ბოლომდე მისდიოს. დღემდე არაერთი ადამიანი ნადირობს ამ ჯიშთან ერთად, რომელიც ყოველთვის მზადაა ემსახუროს საკუთარ პატრონს.

ბელგიური მალინუა

Zooclub

პოლიციისა და სამხედრო რიგებში ბელგიური მალინუა და გერმანული ნაგაზი ერთად მსახურობენ. ამ ორი ჯიშის ძირითადი მიზანი მუშაობაა. ორივე სახეობაზე ამბობენ, რომ სამუშაოს გარეშე ისინი ბედნიერები არასოდეს იქნებიან. ხშირად შეხვდებით მალინუას საზღვრის დაცვაში, აეროპორტსა და სამხედრო რიგებში. ძირითადად, ეს ჯიში იწვრთნება, რათა აღმოაჩინოს ასაფეთქებელი მოწყობილობა, ნარკოტიკი და ა.შ. ბოლო დროს, ის წარმატებით ასრულებს მაშველისა და მეძებრის სამუშაოს. მალინუას მთავარი სურვილი მუშაობაა. ის მარტივად იწვრთნება, თუმცა, დიდ ყურადღებას საჭიროებს.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 10 ჯიში, რომელიც მარტივად სწავლობს ბრძანებებს

5 საშუალება, რომ ძაღლმა მოთხოვნების მიზნით ყეფა შეწყვიტოს

10 ყველაზე რთულად გასაწვრთნელი და ჯიუტი ძაღლის ჯიში
13-s
იაგტერიერი შესაძლოა კარგი მონადირე იყოს და კარგი ყნოსვაც ჰქონდეს, თუმცა ხშირად ეფანტება ყურადღება, სულ თან უნდა მისდიო და პერიოდულად ბრძანებები უნდა მისცე, რომ სხვა რამეზე არ გადაერთოს, ძაღლების ხროვასთან ერთად უფრო კარგად ნადირობს
13
გერმანულ იაგდტერიერს უნევერსალურ მონადირეს ერთ-ერთი საუკეთესო ყნოსვა აქვს, აქ ჩამოთვლილ ძაღლებთან მიმართებაში
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?