error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/c7a78a5abd23816c855bafe730baaba0.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
3 რჩევა - როგორ უნდა მოიპოვოთ უპატრონო ძაღლის ნდობა
3 რჩევა - როგორ უნდა მოიპოვოთ უპატრონო ძაღლის ნდობა
ცხოველთა მოყვარულებს უჭირთ გულგრილად ჩაუარონ ქუჩაში მცხოვრებ ძაღლს, რომელსაც დახმარება სჭირდება. ამ უკანასკნელის ნდობის მოპოვება ძალიან რთულია, რადგან უმეტესობა მათგანს ადამიანების დახმარების იმედი ნაკლებად აქვთ. ძაღლის დაჭერის პროცესი არც ისე მარტივია, შეშინებულმა ცხოველმა შეიძლება კბილები ან კლანჭები გამოიყენოს თქვენს წინააღმდეგ. ამ დროს, ის ვერ აცნობიერებს, რომ ადამიანს მისი დახმარება სურს და ყოველთვის ცუდს მოელის მისგან.

იმისათვის, რომ ქუჩაში მცხოვრები, დათრგუნული ძაღლის/ლეკვის ნდობა მოიპოვოთ, სპეციალისტები სამ მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევენ.

სხეულის ენა

Zooclub

უმნიშვნელოვანესია, გამოვიყენოთ სხეულის ენა დაკარგულ ან ქუჩაში მცხოვრებ ძაღლთან კომუნიკაციისას.
ცხოველთან მიახლოებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე. ამ დროს ის შეიძლება შეშინდეს, გაიქცეს სამანქანო გზისკენ ან შეტევაზე გადმოვიდეს.
კარგად დააკვირდით ცხოველს და მიხვდებით, რას განიცდის - სტრესს თუ კომფორტს. არ მიუახლოვდეთ შეშინებულ ძაღლს სწრაფად, მისი ნდობის მოპოვება დაიწყეთ შორიდან, სიტყვიერი მოფერებით. სწრაფად მიახლოებისას, მას უფრო შეაშინებთ და მასთან კომუნიკაციის დაწყება უფრო გაგიჭირდებათ.

საკვები ოთხფეხა მეგობრისთვის

Zooclub

მიაწოდეთ ისეთი საკვები, რომელსაც არომატული სუნი შორიდანაც ექნება, რათა ძაღლი თავად მოგიახლოვდეთ. ასეთი საკვები შეიძლება იყოს: ხორცი, ცხოველებისთვის განკუთვნილი კონსერვი და ა.შ. დადეთ ის მიწაზე და მოშორებით დადექით, რათა მან საკვებთან მიახლოებისას შიში არ იგრძნოს. პერიოდულად კიდევ დაუმატეთ საკვები და მასთან დგომის მანძილი შეამცირეთ. არ დაელოდოთ, რომ ძაღლი გაცნობის პირველი დღიდან თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება (თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც), დაბრუნდით მეორე დღეს და იგივე პროცესი გაიმეორეთ.

Zooclub

თუ ძაღლი თქვენგან საფრთხეს არ იგრძნობს, საბოლოოდ, ის მოგიახლოვდებათ. ამ დროს შეგიძლიათ, თქვენი ხელი მისი ცხვირის სიახლოვეს მიიტანოთ (დისტანციით), რათა მან თქვენი სუნი იგრძნოს, ხოლო შემდეგ ფრთხილად მოეფერეთ ზურგზე.

მთავარია მოთმინება

Zooclub

მოთმინება არის გასაღები. ქუჩაში მცხოვრები ძაღლების უმეტესობა არ ენდობა ადამიანებს, ანალოგიურად - დაკარგული ძაღლიც. დათრგუნული და შეშინებული ცხოველის ნდობის მოპოვება დიდ დროს მოითხოვს.

Zooclub

ყველა ცხოველთა მოყვარულს სურს, უპატრონო ძაღლის დახმარება, თუმცა, საკუთარი თავისა და მისი კეთილდღეობისთვის, სწრაფად დაჭერის პროცესი, შესაძლოა, თქვენთვისაც და ცხოველისთვისაც საზიანო აღმოჩნდეს. იყავით მოთმინებით და სულ მალე შესაძლოა, ერთად დაბრუნდეთ სახლში.

ასევე იხილეთ:

როდის ამბობს პატრონი ძაღლზე უარს?

მიტოვებული ძაღლის სტრესი და ფსიქიკა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?