ნევროზი ძაღლებში პატრონის ქცევებზეა დამოკიდებული
ნევროზი ძაღლებში პატრონის ქცევებზეა დამოკიდებული
სტრესი ძაღლებში ნერვიული პატრონის შედეგია. სწორედ, ასე თვლიან სპეციალისტები ვენის უნივერსიტეტიდან. ამ შედეგამდე მივიდნენ ისინი კვლევისას, რომელიც ჟურნალ "PLOS One"-ში გამოქვეყნდა. 

როდესაც ძაღლი ყოველდღიურად უყურებს ნერვიულ ან პესიმისტ პატრონს, თვლის, რომ მის გარშემო არსებული ყოველი მოვლენა საშიშროებას წარმოადგენს და ყველაფერზე მძაფრად რეაგირებს. ექსპერიმენტში 132 ძაღლი და მათი პატრონები მონაწილეობდნენ, რომლებზეც მკვლევარები სტრესული სიტუაციების ფორმირებას ახდენდნენ.
ცხოველები ამ მოქმედებებს გადიოდნენ, როგორც პატრონებთან ერთად, ისე მარტოც.

იმ ძაღლებში, რომლის პატრონებიც ნერვიულები იყვნენ, სტრესის ჰორმონი თითქმის არ შეცვლილა და იყო სტაბილურად მაღალი -
მათ არ შესწევთ უნარი, გაუმკლავდნენ სტრესს.

"ზოგადად, მშვიდ პატრონებს მშვიდი ძაღლები ჰყავთ", - ამბობს ექსპერიმენტის
ავტორი. მისი აზრით, რთულ სიტუაციებში, ძაღლის შინაგან მდგომარეობაზე არა მარტო მისი ხასიათი, არამედ პატრონის გარემო პირობებზე დამოკიდებულებაც მოქმედებს.

ასევე იხილეთ:

6 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი მეტ სითბოსა და სიყვარულს ითხოვს

5 ნიშანი, რომ თქვენი კატა თავს მარტოსულად გრძნობს

სპეციალისტების დასკვნა: შინაური ცხოველების მფლობელთა სტრესის მაჩვენებელი ძალიან მცირეა


ბათუ
ცხოველები ჩემი ყველაზე სუსტი წერტილია...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?