გინდა იყო აქტიური და ჯანმრთელი? აიყვანე ძაღლი
გინდა იყო აქტიური და ჯანმრთელი? აიყვანე ძაღლი
როგორც უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, ძაღლი არა მხოლოდ ადამიანის საუკეთესო მეგობარი, არამედ ექიმი და ფიტნეს-მწვრთნელია, რომელიც აკეთებს ყველაფერს, რათა პატრონი იყოს ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე.

ძაღლი ამცირებს სტრესს, როგორც უფროსებში, ისე ბავშვებში. გარდა ამისა, ამცირებს ასთმის წარმოქმნის რისკს და ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას.

სხვა შინაურ ცხოველებთან შედარებით, ძაღლის ოჯახში არსებობა მეტი მოძრაობისა და ცხოვრების აქტიური სტილის გარანტია. ძაღლთან ერთად სეირნობის ან უბრალოდ მასთან თამაშის დროს მოძრაობა და სხეულის აქტივობა გარანტირებულია.

კვლევის თანახმად, ზრდასრული ძაღლის პატრონები დღეში საშუალოდ 2760 ნაბიჯზე მეტს
დგამენ, ვიდრე ისინი, ვისაც შინაური ცხოველი არ ჰყავს. გარდა ამისა, ცხოველის მფლობელს გარანტირებული აქვს ძაღლთან
ერთად დღეში 23 წუთი ფიზიკური ვარჯიში. პატრონი ვალდებულია ზამთრის სუსხიან ამინდშიც კი, საკუთარი ბინადარი ასეირნოს იმ დროს, როცა ყველა თბილად სახლშია მოკალათებული.

კვლევაში სამი ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათი ასაკი 49-დან 91 წლამდე აღწევდა. მათგან 20% ძაღლის მფლობელი იყო.

იმისათვის, რომ სპეციალისტებს ზუსტი მონაცემები მიეღოთ, ერთი კვირის განმავლობაში ცდისპირებს ფეხზე ეკეთათ სპეციალური გადამცემები. შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მათ, ვისაც ძაღლი არ ჰყავდა, დღის განმავლობაში ნორმაზე 30 წუთით მეტს ისვენებდნენ.

ორივე ჯგუფი (ძაღლის პატრონები და ისინი, ვისაც ცხოველი არ ჰყავდა) ზამთარში ნაკლებად აქტიურები იყვნენ. ამინდის მიუხედავად, შინაური ცხოველის პატრონებს, მაინც უხდებოდათ ქუჩაში გასვლა.

კარგ ამინდში ძაღლის პატრონები დღეში საშუალოდ 632 წუთი ისვენებენ, ხოლო სხვები - 661 წუთი.

სპეციალისტების დასკვნა: ასაკის მატებასთან ერთად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ფიზიკური აქტივობა და ამისთვის ძაღლი საუკეთესო მიზეზია. ასევე  მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ზრუნვა ვინმეზე ან რამეზე ცხოვრების გაგრძელების დიდი სტიმულია.

ასევე იხილეთ:

ძაღლები ბავშვებს სტრესის დაძლევაში მშობლებზე უკეთ ეხმარებიან

მეცნიერებამ მოუძებნა ახსნა იმ ფაქტს, რომ ძაღლებს "ცუდი" ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ

მეცნიერების დასკვნით, ძაღლებს ადამიანების საუბარი კარგად ესმით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?