მეცნიერებამ მოუძებნა ახსნა იმ ფაქტს, რომ ძაღლებს "ცუდი" ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ
მეცნიერებამ მოუძებნა ახსნა იმ ფაქტს, რომ ძაღლებს "ცუდი" ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ
პატრონი ხშირად ვერ ხვდება, თუ რატომ ღიზიანდება ძაღლი ზოგიერთი ადამიანის დანახვისას. ამ შემთხვევაში დაუფიქრებლად გამოაქვთ დასკვნა, რომ ძაღლი ზოგადად აგრესიულია, თუმცა, მეცნიერება თვლის, რომ შინაურ ცხოველს შეუძლია, ამოიცნოს "ცუდი" ადამიანი. დიდი ხანია, დამტკიცებულია, რომ ძაღლი არის მგრძნობიარე არსება, რომელსაც უნარი აქვს გაღიზიანებული და მშვიდი ადამიანი ერთმანეთისგან განასხვავოს.

მკვლევარებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი, რაშიც დიდი ხანია მეტნაკლებად დარწმუნებულნი ვართ. ძაღლს აქვს მეექვსე გრძნობა, რაც განსაკუთრებით ადამიანებთან მიმართებაში ვლინდება და თუ ცხოველი, საკუთარი სურვილით, მეტად ან ნაკლებად ურთიერთობს ადამიანთან, ამის დამაჯერებელი ახსნაც არსებობს.

ცდა
ჩატარდა იმისათვის, რომ სპეციალისტები დარწმუნებულიყვნენ ამოიცნობდა თუ არა ძაღლი "ცუდ" ადამიანს. მათ ძაღლებისთვის შექმნეს ორი
განსხვავებული სიტუაცია. ექსპერიმენტში, ცხოველებთან ერთად, პატრონები და ორი თანამშრომელი მონაწილეობდა. პირველ ცდაზე მფლობელი მთელი ძალით ცდილობდა ძაღლის საკვებით სავსე ყუთის გახსნას, ხოლო შემდეგ მან დასახმარებლად თანაშრომლებს მიმართა. შედეგად, ერთი მათგანი ყუთის გახსნაში დაეხმარა, ხოლო მეორე პროცესში არ ჩაერთო. მას შემდეგ, რაც ყუთი გაიხსნა, ძაღლმა საკვები ორივე თანამშრომლის ხელიდან მიიღო.

მეორე ცდისას, ერთ-ერთი თანამშრომელი ძაღლის პატრონს ყუთის გახსნაში არ დაეხმარა, მეორე კი უმოქმედოდ იყო. ცხოველმა საკვები მხოლოდ ამ უკანასკნელისგან მიიღო, ხოლო ის გაურბოდა ადამიანს, რომელმაც პატრონის დახმარებაზე უარი განაცხადა.

ექსპერიმენტში რამდენიმე ძაღლი მონაწილეობდა და ყველა მათგანმა ერთი და იგივე შედეგი აჩვენა. შედეგები სამეცნიერო ჟურნალ "Neuroscience & BIobehavioral Reviews"-ში გამოქვეყნდა.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძაღლები ადამიანებს ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებით აფასებენ. მნიშვნელოვანია,  თუ როგორ მოიქცევა ერთი ადამიანი მეორესთან.

თუ თქვენი ძაღლი ყეფს და არ სურს მიუახლოვდეს რომელიმე თქვენს ახლობელს, მეგობარს ან ნათესავს, ეს ნიშნავს, რომ წარსულში მოხდა შემთხვევა, როდესაც ეს უკანასკნელი ცუდად მოგექცათ (ძაღლის აზრით). გახსოვდეთ, რომ ძაღლებს საუკეთესო მეხსიერება აქვთ!

ასევე იხილეთ:

აუტისტ ბავშვებს სასურველია ჰყავდეთ შინაური ცხოველი

ძაღლს შეუძლია იწინასწარმეტყველოს პატრონის ქმედება

როგორ წინასწარმეტყველებენ კატები მიწისძვრას?
neka
ძაღ$ლი ადამიანს ბუნებამ აჩუქა, როგორც ერთგულების, სიყვარულის, მეგობრობის, თავდადების, თავგანწირვის, სითბოს გამომხატველი არსება. გიყვარდეთ ძაღლები, ისინი თქვენ ლაღ ცხობრებას გპირდებიან.......
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?