ძაღლები ბავშვებს სტრესის დაძლევაში მშობლებზე უკეთ ეხმარებიან
ძაღლები ბავშვებს სტრესის დაძლევაში მშობლებზე უკეთ ეხმარებიან
ფლორიდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ძაღლები სტრესს უმსუბუქებენ იმ ბავშვებს, რომლებიც რთულ გარემოში არიან. სწორედ ამ შედეგამდე მივიდნენ სპეციალისტები, რომლებმაც ექსპერიმენტი ჩაატარეს 100 ოჯახში, სადაც ბავშვებთან ერთად ძაღლებიც ცხოვრობდნენ.

ექსპერიმენტის ფარგლებში 7-დან 12 წლამდე ბავშვებს დაევალათ რამდენიმე დავალების შესრულება. მოცემული დავალებები დაკავშირებული იყო აზროვნებასა და საჯარო გამოსვლებთან. ცნობილია, რომ მსგავსი ამოცანების დროს სტრესული ჰორმონი - კორტიზოლი საგრძნობლად იმატებს. ყველა ბავშვი გაანაწილეს სამ ჯგუფად: პირველ ჯგუფში მყოფი ბავშვები სტრესს დამოუკიდებლად უნდა გამკლავებოდნენ, მეორე ჯგუფში მყოფ ბავშვებს მშობლები ამხნევებდნენ, ხოლო მესამე ჯგუფის ბავშვებს
- საკუთარი ძაღლები, რომლებიც მათ გვერდით
იყვნენ.

საუკეთესო წამალი აღმოჩნდნენ ძაღლები, რომელიც  პატარა მეგობარების გარემოცვაში იყვნენ. პატარების თქმით, ოთხფეხა ბინადრის გვერდით ყოფნა, მათ დაძაბულ მდგომარეობას ამსუბუქებდა და ისინი სიტუაციას ბევრად მარტივად უმკლავდებოდნენ.

ნერწყვის ანალიზის მიხედვით, მესამე ჯგუფის ბავშვების ორგანიზმში კორტიზოლის რაოდენობა მკვეთრად მცირე იყო , ვიდრე დანარჩენ ორ ჯგუფში.

ასევე იხილეთ:

ძაღლები ბავშვებს შიშის დაძლევაში ეხმარებიან

10 ცხოვრებისეული რჩევა თქვენი კატისგან

სპეციალისტების დასკვნა: შინაური ცხოველების მფლობელთა სტრესის მაჩვენებელი ძალიან მცირეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?