10 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონთან მოულოდნელად დაბრუნდა
10 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონთან მოულოდნელად დაბრუნდა
ქალაქ აპოლოში (შტატი პენსილვანია, აშშ) 10 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონს დაუბრუნდა.

სურველდების ოჯახის წევრები გაოცებულნი იყვნენ ძაღლის მოულოდნელი გამოჩენით. შინაური ცხოველი მათი სახლიდან 16 კილომეტრის დაშორებით, ერთ-ერთი სახლის ეზოს ესტუმრა. მამაკაცი ცხოველთა დახმარების ცენტრს დაუკავშირდა, რომლებმაც ჩიპის დახმარებით შეიტყვეს, თუ ვის ეკუთვნოდა ასაკოვანი ლაბრადორი, სახელად ები.

"თითქოს ჩემი ბავშვების პატარაობის ნაწილი დამიბრუნდა, ოჯახის ნაწილი ისევ ჩვენთანაა.  ეს საოცარი შეგრძნებაა,"- ამბობს ძაღლის პატრონი დებორა სურველდი.

Zooclub

ვეტერინარული შემოწმების შემდეგ, ცხოველი სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. სურველდების აზრით, ამ დროის განმავლობაში, ებიზე სათანადოდ ზრუნავდნენ. გარდა
ამისა, ძაღლს ახსოვს ყველა ბრძანება, რომელიც მას 10 წლის წინ ასწავლეს.

ასევე იხილეთ: 

ბავშვს თავისი
დაკარგული ძაღლის პოვნის იმედი აღარ ჰქონდა, 8 თვის შემდეგ მეზობელმა მას სიურპრიზი გაუკეთა


პატრონის და ძაღლის ემოციური შეხვედრა 3 წლის შემდეგ

დაკარგული კატა პატრონთან მატარებლით მარტო დაბრუნდა
მაყვალა
ეგრე იყო ჩემი მეზობელი მიხო,წავიდა სახლიდან,იგულავა და რომ დაბერდა და კუილს ვეღარ იკავებდა,მერე გაახსენდა ოჯახი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?