დაკარგული კატა პატრონთან მატარებლით მარტო დაბრუნდა
დაკარგული კატა პატრონთან მატარებლით მარტო დაბრუნდა
დაკარგულმა კატამ მოახერხა სამგზავრო მატარებლით პატრონთან დაბრუნება. ცხოველი გამცილებელმა იმ დროს შეამჩნია, როცა ის ვაგონში ადიოდა. მამაკაცმა თავიდან მისი შეჩერება სცადა, თუმცა, კატა ჯიუტად ცდილობდა მატარებელში ასვლას. საბოლოოდ, ის ვაგონში დატოვეს.

დაკარგული ცხოველი მშვიდად იქცეოდა - მოკალათდა სავარძელზე და ფანჯრიდან იყურებოდა, სანამ მატარებელი მისთვის საჭირო ადგილზე არ შეჩერდა.

გამცილებელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ფოტოები, სადაც კატა მემანქანის კაბინაში იჯდა, შემდეგი ტექსტით:

"ამ დილით ვუვარის (საფრანგეთი) ვაგზალზე შემოვიდა, აი, ეს მგზავრი. კატა, რომელმაც უკვე გაიარა სტაჟირება მემანქანესთან. ბედნიერი იქნება, თუ საკუთარ
ოჯახს იპოვის."

ცხოველი რკინიგზის თანამშრომლებმა დაიტოვეს. მას ეფერებოდნენ და გემრიელ სასუსნავებს აჭმევდნენ "ისე, როგორც პრინცესას".

Zooclub

გამოცემა "France Bleu"-ს ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ იმუშავა. ერთ-ერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა გაიხსენა, რომ Facebook-ის გვერდზე ნახა ინფორმაცია კატის დაკარგვის შესახებ. საბოლოოდ, პატრონს შეატყობინეს, რომ კატა მას რკინიგზის სადგურზე ელოდებოდა. ცხოველის მფლობელი იმავე დღეს წავიდა ოთხფეხა მეგობრის დასაბრუნებლად.

ასევე იხილეთ:

5 წლის ბავშვის მოულოდნელი შეხვედრა დაკარგულ კატასთან 18 თვის შემდეგ

ბავშვს თავისი დაკარგული ძაღლის პოვნის იმედი აღარ ჰქონდა, 8 თვის შემდეგ მეზობელმა მას სიურპრიზი გაუკეთა

პატრონის და ძაღლის ემოციური შეხვედრა 3 წლის შემდეგ
მოქალაქე
ცხოველები ადამიანებზე ერთგულები და ჭკვიანები არიან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?