ოჯახი ყველას სთხოვდა ფენიქსის ნახვის შემთხვევაში მათ დაკავშირებოდნენ, რადგან რონი მის დაკარგვას ძალიან განიცდიდა.
18-თვიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, მშობლებმა რონის თავშესაფრიდან კატის აყვანა შესთავაზეს. პირველ დღეს ოჯახმა ადგილობრივ თავშესაფარში შეარჩია კატა, გააფორმა საბუთები და მეორე დღეს
როდესაც ბავშვი ცხოველის ასაყვანად გალიას მიუახლოვდა, მან გვერდზე გალიაში შეამჩნია კატა, რომელიც თვალს არ აშორებდა. გალიასთან მიახლოებისას ბავშვმა ფენიქსი იცნო. იგი ვერ იჯერებდა, რომ საუკეთესო მეგობარი იპოვა და სიხარულისგან ტიროდა.

როგორც აღმოჩნდა, ფენიქსი თავშესაფარში ერთი თვით ადრე ვიღაცამ ჩააბარა და რადგან მას საიდენტიფიკაციო კოდი ან ყელსაბამზე თაგი არ აღმოაჩნდა, ხნიერი კატა უპატრონო ცხოველად ჩათვალეს, ამიტომ რამდენიმე დღეში მისთვის ევთანაზია უნდა გაეკეთებინათ.

საბედნიეროდ ფენიქსი დაძინებას გადაურჩა და ოჯახმა ის სახლში წაიყვანა, თუმცა, არაერთი დაკარგული შინაური ცხოველია, რომელიც ქუჩაში კვდება ან თავშესაფარში ასრულებს სიცოცხლეს, რადგან არანაირი ამოსაცნობი ნიშანი არ გააჩნია.
ასევე იხილეთ:
პატრონმა 10 წლის წინ დაკარგული ძაღლი იპოვა
ბრიტანელ ქალბატონს 14 წლის წინ დაკარგული კატა დაუბრუნეს
სამხედროსა და მისი დაკარგული ძაღლის ემოციური შეხვედრა