პატრონმა მაკე ძაღლი ტყეში წაიყვანა, ხესთან მიაბა და მიატოვა
პატრონმა მაკე ძაღლი ტყეში წაიყვანა, ხესთან მიაბა და მიატოვა
დააკვირდით ამ გასაცოდავებულ ძაღლს. მას ოდესღაც პატრონი ჰყავდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ის არც უყვარდათ და არც ზრუნავდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ როდესაც პატრონმა შეიტყო ძაღლის მაკეობის შესახებ, ცხოველი ტყეში წაიყვანა, ხეზე მიაბა, წყლისა და საკვების გარეშე დატოვა. მოსიყვარულე პატრონი მსგავს ფაქტს ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენს.

ინციდენტი ილინოისის შტატში (აშშ) მოხდა.

მიუხედავად საშინელი პირობებისა, ცხოველი საოცრად გამძლე და სიცოცხლისთვის მებრძოლი აღმოჩნდა. ის ხის ფესვებს ღრღნიდა და წყლის მაგივრად ნამიან ბალახს ლოკავდა, ამ მდგომარეობაში ძაღლმა არა ერთი დღე გაძლო. ის ღამ-ღამობით
ხმამაღლა ყმუოდა, თუმცა, საშველად არავინ მიდიოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, გამოფიტულმა და გასაცოდავებულმა ცხოველმა 4 ლეკვი
გააჩინა.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლს შიმშილისგან ფეხზე დგომაც არ შეეძლო,  ის თავის შვილებს რძით კვებავდა. ცხოველი სიკვდილის პირას იყო, მისი საცოდაობის შესახებ ახლო მდებარე სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა შეიტყო. მამაკაცი ტყეში მივიდა და ძაღლი შვილებთან ერთად ცხოველთა თავშესაფარში წაიყვანა. საბედნიეროდ, დღეს ძაღლი ლეკვებთან ერთად მზრუნველი ადამიანების გარემოცვაშია.

Zooclub

ძაღლს ლარა დაარქვეს, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მისცეს საკვები და თბილი საწოლი. რაც მთავარია, ლარამ ადამიანებისგან სიყვარული და სითბო იგრძნო. მისი ლეკვები სრულად ჯანმრთელები, მხიარულები და თამაშის მოყვარულები არიან.

Zooclub

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის თანამშრომლები ძაღლსა და მის ნაშიერებს ძალიან  შეეჩვივნენ და შეუყვარდათ, უახლოეს მომავალში, მოხალისეები ლეკვებისთვის და ლარასთვის მზრუნველი პატრონების ძებნას დაიწყებენ.

Zooclub

ადამიანის ელემენტარულმა ყურადღებამ ხუთი სულიერი არსების სიცოცხლე გადაარჩინა. 

ასევე იხილეთ:

მოძღვარმა იპოვა ძაღლი, რომელიც დაბმული, შეკრულ პარკში მატარებლის რელსებზე ეგდო

ტურისტმა გასაცოდავებული ლომი პატარა გალიაში შენიშნა, მას შემდეგ მტაცებლის ცხოვრება სრულიად შეიცვალა

გამვლელმა მომაკვდავი ძაღლის დახმარება გადაწყვიტა. 10 თვის შემდეგ ის მიხვდა, რომ ჰასკი გადაარჩინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?