მეცნიერების დასკვნით, ძაღლებს ადამიანების საუბარი კარგად ესმით
მეცნიერების დასკვნით, ძაღლებს ადამიანების საუბარი კარგად ესმით
ყველას, ვისაც ჰყავს ან ოდესმე ჰყოლია ძაღლი, ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს კარგად ესმით, როდის რას ვეუბნებით, თუმცა, ზოგჯერ თავს სულელად გვაჩვენებენ.

ალბათ არ მოიძებნება ძაღლის პატრონი, რომელსაც საკუთარ ოთხფეხა მეგობართან არ უსაუბრია ისე, როგორც ადამიანთან, მაგრამ ახლა უკვე ეს ჩვევა სავსებით სხვა აზრს იძენს.

კვლევა, რომელიც ჟურნალ "Science"-ში გამოქვეყნდა, განმარტავს, რომ ძაღლებს ძალიან კარგად ესმით ჩვენი სიტყვები, რადგან ისინი კარგად ხვდებიან საუბრის ტონს.

ცდა ჩატარდა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით, რომელიც ტვინის სფეროების აქტიურობას განსაზღვრავს. ამ დროს ძაღლებს ეუბნებოდნენ სხვადასხვა
სიტყვას განსხვავებული ტონით, რის შედეგადაც, ხმის ტონის დახმარებით, ცხოველები სიტყვებს აღიქვამდნენ.

Zooclub

ისევე როგორც ადამიანები, ძაღლებიც
ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს დახმარებით, ხმის ტონით ახდენენ სიტყვების ინტერპრეტაციას, რომელიც ტვინის მარჯვენა ნახევარ სფეროდან გადაეცემათ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ბრძანებითი ან თბილი ტონით წარმოთქვათ არ არსებული სიტყვა, რასაც ძაღლი მიიღებს ბრძანებად ან მოფერებად; თუმცა, ნეიტრალური ტონით ბრძანების დროს, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ.

სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ მსგავსი მექანიზმი მუშაობს სხვა ცხოველებზეც, მაგრამ ძაღლებს ეს უნარი მეტად აქვთ განვითარებული, რადგან ეს უკანასკნელნი ადამიანის გვერდით მრავალი ათასი წელია ცხოვრობენ.

ძაღლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რას განიცდის და გრძნობს მისი პატრონი გარკვეულ მომენტში. სწორედ ამიტომ ითვლება ის ადამიანის საუკეთესო მეგობრად. საბედნიეროდ, ბოლო წლებში ეს მეცნიერებმაც დაადგინეს.

ასევე იხილეთ:

ცნობენ თუ არა ძაღლები ერთმანეთს გარეგნობით?


სარგებლის მიღების მიზნით, ძაღლს ადამიანზე მანიპულირება შეუძლია

მეცნიერებამ მოუძებნა ახსნა იმ ფაქტს, რომ ძაღლებს "ცუდი" ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?