მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლი კატაზე ჭკვიანია და აი, რატომ...
მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლი კატაზე ჭკვიანია და აი, რატომ...
კატებისა და ძაღლების მოყვარულთა გამუდმებული დავა ამერიკელმა სპეციალისტებმა საბოლოოდ დაასრულეს.

ვანდერბილტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ძაღლის ტვინში არსებული ნეირონები ბევრად აღემატება კატის ტვინში არსებულ ნეირონებს.

ზუსტი მონაცემები უკვე არსებობს: სპეციალისტებმა ძაღლის ტვინში აღმოაჩინეს 530 მილიონი პირამიდული კორტიკალური ნეირონი იმ დროს, როცა კატის ნეირონები 250 მილიონს შეადგენს. 

ადამიანის ტვინში 16 მილიარდი ასეთივე ნეირონია. ჩვენთან შედარებით ძაღლის ტვინის მაჩვენებლები გამოიყურება შედარებით პრიმიტიულად, თუმცა, ნეირონების გაზრდილი მაჩვენებელი, როგორც შედეგი, იწვევს ტვინის აქტიურობას. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ძაღლი ბევრად იოლად სწავლობს ბრძანებებს და  მისი
მფლობელებისთვის ცხოველთან ურთიერთობა მარტივდება, ვიდრე კატის პატრონების შემთხვევაში.

კვლევა ჩატარდა ერთ
-ერთ ყველაზე ჭკვიან და მარტივად გასაწვრთნელ ჯიშზე - ოქროსფერ რეტრივერზე. გარდა ამისა, სპეციალისტებმა გამოავლინეს, რომ ოქროსფერი რეტრივერის ტვინის აქტივობა ბევრად მაღალია, ვიდრე მურა დათვის, თუმცა, მტაცებლის ტვინის ზომა ორჯერ უფრო დიდია ვიდრე ძაღლის.

ასევე იხილეთ:

სარგებლის მიღების მიზნით, ძაღლს ადამიანზე მანიპულირება შეუძლია

სპეციალისტებმა დაადგინეს სინამდვილეში, როგორი დამოკიდებულება აქვს კატას ადამიანის მიმართ

მეცნიერების დასკვნით, ძაღლებს ადამიანების საუბარი კარგად ესმით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?