როგორ უნდა მოვუაროთ შინაურ ცხოველს ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში და რა უნდა გავითვალისწინოთ?
როგორ უნდა მოვუაროთ შინაურ ცხოველს ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში და რა უნდა გავითვალისწინოთ?
როდესაც ტემპერატურა იზრდება, არა მარტო ადამიანები, არამედ ცხოველებიც იტანჯებიან.

ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც ბეწვში არიან გახვეულნი, სიცხეში, შინ თუ ეზოში, დიდ დისკომფორტს განიცდიან. ჩვენ შევკრიბეთ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოვუაროთ სიცხეში ცხოველს.

ზაფხულში სეირნობა გამთენიისას ან მზის ჩასვლის შემდეგ ძაღლს სიცხისგან გამოწვეულ ტანჯვას შეუმსუბუქებს.

Zooclub

ცხოველის ყველაზე სუსტი და მგრძნობიარე ადგილი თათის ბალიშებია, ამიტომ ეზოში გასვლისას (თუ გზის საფ
არი ცხელია), ჩააცვით სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი.

Zooclub

არ დაუშვათ ცხოველის დეჰიდრატაცია (გაუწყლოვანება). ამ დროს მისი საქციელი იცვლება. მაგალითად, ძაღლის ორგანიზმიდან ოფლის გამოყოფა არ ხდება. გაუწყლოვანების შემთხვევაში, მას პირის ღრუდან ნერწყვი მოსდის.

Zooclub

მზრუნველი პატრონისთვის ამის შეხსენება ზედმეტია, მაგრამ
გახსოვდეთ, სადაც არ უნდა წახვიდეთ ძაღლთან ერთად, წყალი ყოველთვის თან გქონდეთ. სპეციალური  წყლის თასები, რომელსაც თავსახური აქვს, სატარებლად მოსახერხებელია.

Zooclub

შინაური ცხოველის კიდევ ერთი გასაგრილებელი საშუალებაა იატაკზე ან მიწაზე საფენი, რომელსაც კომფორტული ზედაპირი აქვს და არ ცხელდება (ბუნებაში გასვლისას ის თქვენთვისაც კომფორტული იქნება).

Zooclub

თუ გაქვთ ეზო, ყოველთვის გქონდეთ წყლით სავსე თასი, რათა ცხოველმა გაგრილება შეძლოს.

Zooclub

გამაგრილებელ მოწყობილობასთან მოთავსებული ყინულებით სავსე ჯამი (ისევე, როგორც ფოტოზეა მითითებული) ოთახს ძალიან გააგრილებს და თქვენს ოთხფეხა მეგობარს სიცხისგან გამოწვეულ ტანჯვას შეუმსუბუქებს.

Zooclub

მიაქციეთ ყურადღება ცხოველის თათის ბალიშებს. კატა და ძაღლი თავს გრილად გრძნობენ მაშინ, როცა მათი თათის ბალიშები ცივია, ხოლო ცხელი თათები (არ იგულისხმება, თუ ქუჩაში ცხოველმა ცხელ საფარზე ისეირნა და დროებით თათები გაუცხელდა) გაუწყლოვანებაზე მიანიშნებს.

Zooclub

პატარა ცხოველებს, როგორებიც არიან კატა და კურდღელი, თავიანთი თივთიკის წმენდა შეუძლიათ, ძაღლისთვის ეს რთული პროცესია, ამიტომ ამ უკანასკნელს სიცხეში ბეწვი აუცილებლად უნდა შეჭრათ (ყველა ჯიშს არ ეხება). ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია მიიღეთ თქვენი ვეტერინარისგან.

შენიშვნა: ზოგიერთი სპეციალისტის აზრით ცხოველისთვის ბეწვის შეჭრა არ არის რეკომენდირებული, რადგან თივთიკი ტემპერატურას თავად არეგულირებს, მაგრამ თუ ცხოველს ერთხელ მაინც შეჭრით ბეწვს, ამის გაკეთება სისტემატურად მოგიწევთ, რადგან მისი თერმორეგულაცია პირველი პროცედურის შემდეგ ირღვევა. 

Zooclub

შინაურმა ცხოველებმა, რომლებსაც ღია შეფერილობის ცხვირი ან ყური აქვთ, შესაძლოა, მზის სხივისგან დამწვრობა მიიღონ ისევე, როგორც ადამიანებმა. იკითხეთ ზოომაღაზიებში მისგან დამცავი საშუალება.

Zooclub

სახლში შეარჩიეთ ერთი ოთახი, სადაც დაკეტავთ დარაბებს და ცხოველს დაიცავთ მზის სხივისგან. შესაძლოა, თქვენმა ოთხფეხა ბინადარმა სწორედ ამ ოთახში იგრძნოს თავი კომფორტულად.

Zooclub

გაესაუბრეთ ვეტერინარს, რათა შეიტყოთ, რომელი საკვებია ძაღლისთვის/კატისთვის უსაფრთხო და ვიტამინებით გაჯერებული. ზოგიერთ ცხოველს ძალიან უყვარს ბოსტნეული და ხილი, რომელსაც წყლის შემცველობა აქვს, მაგალითად სტაფილო.

Zooclub

შინაური ცხოველის ზოგიერთი მფლობელი წყლით სავსე სპრეის ბოთლს ცხოველის ქცევების გამოსასწორებლად იყენებს, მაგრამ თუ ეს ძაღლს ან კატას არ აშინებს, შეგიძლიათ, გასაგრილებლად მცირე ოდენობის წყალი მიასხუროთ.

Zooclub

მიეცით ნება, დაიძინოს. შინაურმა ბინადარმა შესაძლოა, სიცხეში ყოველდღიური განრიგი შეცვალოს, მაგალითად ისეირნოს ცოტა და ეძინოს დიდხანს. ეს ნორმალურია, ამიტომ ნუ შეეცდებით ძილის დროს მის გაღვიძებას.

Zooclub

შეინარჩუნეთ სიგრილე და მოუწყეთ კომფორტი თქვენს ოთხფეხა ბინადარსაც. ასე ცხოველს დაეხმარებით, იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.

ასევე იხილეთ:

ბრიტანელი ვეტერინარები: "ნუ დატოვებთ ძაღლს მანქანაში"

ცხელ ამინდში თქვენი ბინადრებისთვის სველი საკვები აუცილებელია

ეს გამოგონება აუზში ჩავარდნილ პატარა ცხოველებს თვითგადარჩენაში დაეხმარება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?