რატომ არ შეიძლება ძაღლისთვის ბეწვის შეჭრა/გაპარსვა, მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა?
რატომ არ შეიძლება ძაღლისთვის ბეწვის შეჭრა/გაპარსვა, მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა?
ზაფხულში როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებსაც სცხელათ. არსებობს შემდეგი მოსაზრება - როდესაც ტემპერატურა იმატებს, საუკეთესო გამოსავალია სხეული რბილი, ღია ფერის ნაჭრით დაიფაროთ, რათა მზის სხივები კანს ნაკლებად მოხვდეს, თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სხეულის გარკვეული ნაწილები გამოვაჩინოთ და გვგონია, რომ ეს დისკომფორტს თავიდან აგვაცილებს. ეს ადამიანისთვის პრობლემის გადაწყვეტაა, თუმცა, ძაღლებისა და სხვა ცხოველებისთვის უარყოფითი შედეგის მომტანია.

ამ ჰასკის პატრონმა თავისი საყვარელი ბინადარი ბეწვისგან გაათავისუფლა, რათა ცხოველს გაუსაძლის სიცხეში თავი კომფორტულად ეგრძნო, თუმცა, ვეტერინარები ყველა შინაური ცხოველის მფლობელს აფრთხილებენ, არ გააკეთონ ასე, არც ზაფხულში
და არც წლის სხვა დროს. არ
შეიძლება ცხოველის თივთიკი ადამიანის თბილ ტანსაცმელს შევადაროთ.

Zooclub

რატომ არ შეიძლება ძაღლის თივთიკის შეჭრა/გაპარსვა ზაფხულშიც კი?

არსებობს რამდენიმე მიზეზი:

პირველ რიგში, ძაღლის ბეწვს აქვს იზოლაციური მოქმედება. ის სხეულში არ უშვებს ცხელ ან ცივ ჰაერს. ცხოველისთვის ბეწვის შეჭრა ნიშნავს მნიშვნელოვანი დაცვის სამუდამოდ განადგურებას.

ზაფხულის პერიოდში, ბეწვის არ ქონის გამო, ტემპერატურის მატებასთან ერთად ძაღლი ძლიერად იღებს ცხელ ტალღებს. თუ ცხოველს ბეწვი არ აქვს, დიდი რისკია, მიიღოს მზის დამწვრობა, ეს კი ძაღლის ჯანმრთელობისთვის საშიშია. არსებობს კანის კიბოს შემთხვევებიც.

ჩვენი ბინადრების კანი ძალიან ნაზია, ამიტომ რთულად გადააქვს მზის გამოსხივება.

ადამიანისგან განსხვავებით ძაღლის სხეული ოფლს არ გამოყოფს. მისი თერმორეგულაცია ნერწყვითა და სუნთქვით ხდება. ამიტომ ცხოველის გათავისუფლება თივთიკისგან არ არის აუცილებელი.

Zooclub

თუ ძაღლს ერთხელ მაინც შეჭრით ბეწვს, ის დაკარგავს საწყის დამცავ ფუნქციას, რომელიც ვეღარასოდეს აღდგება.

გარდა ამისა, ნუ დაივიწყებთ ცხოველის სტრესს. თივთიკის მოცილება ძაღლისთვის შეიძლება შოკის მომტანიც იყოს. მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა და სიცხისა, ძაღლის ბეწვის შეჭრის განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს. ამის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ცხოველს ქირურგიული ოპერაცია უკეთდება და გარკვეული ადგილიდან ბეწვის მოცილება აუცილებელია.

ასევე იხილეთ:

რა ემართება ძაღლს 15 წუთში, თუ მას სიცხეში მანქანის სალონში ჩაკეტავთ

ცხოველის ტკიპებისა და რწყილებისგან განთავისუფლების ნატურალური, მარტივი და ეფექტური საშუალება

როგორ უნდა მოვუაროთ შინაურ ცხოველს ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში და რა უნდა გავითვალისწინოთ?
admini
თუ ერთხელ მაინც შეჭრით ბეწვს, პერიოდულად აუცილებლად უნდა შეჭრათ, რადგან დამცავი ფუნქცია ირღვევა და გრძელი ბეწვი აღარ იცავს ცხოველს
nino
პატარა ცხოველებს, როგორებიც არიან კატა და კურდღელი, თავიანთი თივთიკის წმენდა შეუძლიათ, ძაღლისთვის ეს რთული პროცესია, ამიტომ ამ უკანასკნელს სიცხეში ბეწვი აუცილებლად უნდა შეჭრათ (ყველა ჯიშს არ ეხება). ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია მიიღეთ თქვენი ვეტერინარისგან. ეს მეორე თქვენი სტატიიდანაა.... რომელს დავუჯეროთ???? ძაღლს აუცილებლად სჭირდება შეჭრა, რადგან სახლშიც კი ზაფხულში ის გამიცდის დისკომფორტს სიცხისაგან....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?