ავსტრალიაში სიცხისგან 1000-ზე მეტი მფრინავი მელია ჰაერში "მოიხარშა"
ავსტრალიაში სიცხისგან 1000-ზე მეტი მფრინავი მელია ჰაერში "მოიხარშა"
ანომალიურად მაღალმა ტემპერატურამ საფრთხე შეუქმნა ისეთ ცხოველებს, რომლებიც გადაშენების პირას არიან.

"ავსტრალიაში ექსტრემალური სიცხის შედეგად დაიხოცა ათასზე მეტი დიდი ღამურის სახეობა - ნაცრისფერთავა მფრინავი მელია, რომელიც წითელ წიგნშია შეყვანილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი ცხოველის სახეობა,"- წერს გამოცემა "LiveScience"-ი.

ავსტრალიის უმეტეს ნაწილზე მორიგი სიცხის ტალღა მძვინვარებს. ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ტემპერატურა 40-44 გრადუსს აღწევს.

"შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიცხისას ღამურები ჰაერშივე "იხარშებიან". 44 გრადუსზე ფრენისას მათი ტვინი, პირდაპირი მნიშვნელობით, დუღილს იწყებს. შედეგად, ისინი კარგავენ კონტროლს და სივრცეში ორიენტირება უჭირთ", - ამბობს ეკოლოგი კემბელთაუნიდან კეიტ
რაინი.

Zooclub

რაინის თქმით, მხოლოდ კემბელთაუნის შემოგარენში აღმოაჩინეს ათასამდე ღამურა, რომელთა უმეტესობა მკვდარი ან სიკვდილის პირას
იყო.  განსაკუთრებით დაზარალდნენ ახალგაზრდა ინდივიდები, რომლებსაც არ შეუძლიათ სხეულის ტემპერატურის კონტროლი.

მფრინავი მელიები ხეებზე ცხოვრობენ და სძინავთ, სხვა სახეობის ღამურები კი გამოქვაბულებში ბინადრობენ და ამგვარად თავს აღწევენ მზის სხივებს.

ეკოლოგები იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში სიცხის ტალღა გადაივლის, თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში ამ უნიკალური ცხოველის რიცხვი საგრძნობლად იკლებს, რის შედეგადაც მათ არსებობას საფრთხე ემუქრება.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?