error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/7223a46617b4a46c50cc1f8ec94bc0b2.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ეს გამოგონება აუზში ჩავარდნილ პატარა ცხოველებს თვითგადარჩენაში დაეხმარება
ეს გამოგონება აუზში ჩავარდნილ  პატარა ცხოველებს თვითგადარჩენაში დაეხმარება
ცხელი ზაფხულის დროს წყალში ცურვა ადამიანების ენერგიის ერთ-ერთი წყაროა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც აგარაკზე საკუთარი აუზი გაქვს, მაგრამ პატარა ცხოველებისთვის, რომლებიც აგარაკის სიახლოვეს ბინადრობენ, ღრმა აუზი შესაძლოა, სასიკვდილო მახედ იქცეს. 

ბიოლოგმა რიჩ მეისონმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც გარეულ ბუნებაში ბინადარ არსებებს დაეხმარება. FrogLog - ასე დაარქვა მან საკუთარ გამოგონებას.

Zooclub

"2004 წელს მეგობარმა მომიყვა, რომ მის აუზში რამდენიმე ბაყაყი მოკვდა", - წერს მეისონი საკუთარ ვებ-პორტალზე.

Zooclub

სწორედ მას შემდეგ მამაკაცმა გადაწყვიტა, გაეკეთებინა სამაშველო მოწყობილობა, რომელსაც მცირე ზომის ცხოველები აუზიდან ამოსვლის დროს გამოიყენებდნენ.

Zooclub

FrogLog შედგება გასაბერი პლადფორმისგან,
სათევზაო ბადისგან, პანდუსისა და წყალგაუმტარი ნაჭრისგან. ბიოლოგმა მოწყობილობა საკუთარი ხელით გააკეთა.

Zooclub

FrogLog-მა ინტერნეტ სივრცეში დიდი მოწონება
დაიმსახურა. არაერთი პიროვნება აღნიშნავდა, რომ ეს ნივთი გამოსადეგია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სახლში აუზი აქვთ. 

Zooclub

"აი, ნამდვილი ადამიანი, რომელიც ზრუნავს თითქოს შეუმჩნეველ, მაგრამ ეკოსისტემისთვის სარგებელის მომტან ცხოველებზე", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი.

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

ასევე იხილეთ:

იაპონიაში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ძაღლის სურვილებსა და განწყობას გადმოსცემს

გენიალური იდეა! ინჟინერმა მოიფიქრა, რით გაართოს ძაღლი, სანამ თავად დაკავებულია

სკოლის მოსწავლემ ძაღლების უნიკალური ფენი გამოიგონა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?