ცხელ ამინდში თქვენი ბინადრებისთვის სველი საკვები აუცილებელია
ცხელ ამინდში თქვენი ბინადრებისთვის სველი საკვები აუცილებელია
მიუხედავად იმისა, რომ წელს ზაფხული არაპროგნოზირებადია და სამივე სეზონის ამინდებით გვანებივრებს, ძლიერმა სიცხემ გვერდი არ აგვიარა.

მაღალი ტემპერატურა ნამდვილი განსაცდელია, როგორც ადამიანებისთვის, ისე შინაური ცხოველებისთვის.

იმისათვის, რომ სხეული გაუმკლავდეს სიცხეს და ორგანიზმი გაგრილდეს, გამოიყოფა ოფლი, რომელიც უნდა შეივსოს. ცხოველის სხეულის 65% წყალს შეიცავს, ხოლო სისხლი - 80%-ს. წყლის ბალანსს ნივთიერებათა ჯანსაღი ცვლა, თერმორეგულაცია და სხეულის ტემპერატურის მუდმივი ხელშეწყობა განაპირობებს.

ამასთან, ახალგაზრდა ორგანიზმს თავისი არასრული ფიზიკური განვითარების გამო, ბევრად მეტი წყალი სჭირდება, რომ ამ ფუნქციებს მოერიოს.

რას უქმნის საფრთხეს გაუწყლოება? ეს
მდგომარეობა საშიშია იმდენად, რამდენადაც ორგანიზმში ქიმიური პროცესები თხევადი სახით მიმდინარეობს.

წყლის უკმარისობამ შეიძლება სისხლის შედედება
გამოიწვიოს, ასევე - თირკმელებისა და სხვა ორგანოების ფუნქციონირების დარღვევა. უჯრედები აღარ იღებენ ჟანგბადს და მკვებავ ნივთიერებებს. ითვლება, რომ სხეულის მასიდან 10% სითხის დაკარგვა ლეტალურ შედეგს იწვევს.

ცხელ ამინდში წყლის მოხმარება იმატებს, ხოლო ნივთიერებათა ცვლა პირიქით - იკლებს. ასეთ დროს ორგანიზმი ბუნებრივად ცდილობს სხეულის ტემპერატურის დარეგულირებას. დაკარგული სითხის აღდგენა შეიძლება, როგორც სმით, ასევე - კვებით. სწორედ ამიტომ ზაფხულის თვეებში თქვენი ფუმფულა შინაური ცხოველის რაციონს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მშრალი და ნესტიანი საკვები, რომლებიც სუპერ პრემიუმ კლასს მიეკუთვნება, მთლიანად დაბალანსებულია და ყველა მიკროელემენტს შეიცავს.
თუმცა, სითხის შემცველობა მათში დაახლოებით 80%-ია იმ დროს, როდესაც მშრალში მხოლოდ 10%.
ეს ნიშნავს, რომ სველი საკვები თქვენს ბინადარს გაუწყლოებისგან დაიცავს.

კონსერვირებული რაციონის შერჩევისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ შემადგენლობას - მასში ნატურალური ინგრედიენტები უნდა იყოს.

დაიმახსოვრეთ, რომ არ შეიძლება სავსე საკვებურის დატოვება მთელი დღის მანძილზე - მაღალ ტემპერატურასა და ჰაერზე კონსერვი მალე ფუჭდება.

უკეთესია მათი მაცივარში, კარგად დაგმანულ შუშის ფორმაში შენახვა. ცხოველს დაუდეთ მხოლოდ იმდენი, რამდენის ჭამასაც ერთჯერადად შეძლებს.

როგორც წესია, ცხოველები თავად ირეგულირებენ წყლის ბალანსს, თუმცა, სითხის ზედმეტი მიღება ან პირიქით, რიგ დაავადებებზე მეტყველებს, მათ შორის: შაქრის დიაბეტზე, სხეულის მაღალ ტემპერატურაზე, სისხლდენაზე, თირკმელების მუშაობის დარღვევასა და სხვა პათოლოგიებზე.

ამიტომ ყურადღებით იყავით და აუცილებლობის შემთხვევაში არ გადადოთ ვეტერინართან ვიზიტი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?