ბრიტანელი ვეტერინარები: "ნუ დატოვებთ ძაღლს მანქანაში"
ბრიტანელი ვეტერინარები: "ნუ დატოვებთ ძაღლს მანქანაში"
ბრიტანელი ვეტერინარების თქმით, მზიანი ამინდის დროს, მანქანაში დატოვებული ძაღლის ჯანმრთელობა დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული. სპეციალისტები ძაღლის პატრონებს ურჩევენ, არავითარ შემთხვევაში ცხოველი მანქანაში არ მიატოვონ, მცირე დროითაც კი. ეს შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

"ზაფხულში გაჩერებულ მანქანაში სწრაფადვე აღწევს სიცხე, როდესაც მანქანის გარეთ 22 გრადუსი სიცხეა, ერთი საათის განმავლობაში, მზეზე გაჩერებულ მანქანაში შეიძლება სიცხე 47 გრადუსამდე ავიდეს. ამ პირობებში ცხოველი შესაძლოა 15 წუთში დაიღუპოს. როცა ძაღლს სუნთქვის უკმარისობა ექმნება, ის თერმულად თავს ვერ გაიგრილებს (სიცხის დროს ძაღლები ღრმა სუნთქვითა და თათის ბალიშებიდან ოფლის
გამოდევნით თავს იგრილებენ).

კანონის თანახმად, პატრონი უნდა ზრუნავდეს თავის შინაურ ბინადარზე. თუ მას შეუქმნით მისი
სიცოცხლისთვის საშიშ პირობებს, იფიქრეთ, როგორ იცხოვრებთ ამის შემდეგ, როცა გეცოდინებათ, რომ თქვენი გაუფრთხილებლობით, ის დაიღუპა."- ამბობს ბრიტანული ვეტერინარიის ასოციაციის წევრი.

ასევე იხილეთ:

ცხოველთა საზაფხულო პრობლემები

მამაკაცი ძაღლის გადარჩენისთვის დააპატიმრეს

როგორ დავეხმაროთ ცხოველებს ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?