გლობალური დათბობა ცხოველების გადაშენების პროცესს დააჩქარებს
გლობალური დათბობა ცხოველების გადაშენების პროცესს დააჩქარებს
დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის 2 გრადუსი °C-ით მატება, ცხოველების გადაშენების პროცესს და ეკო სისტემის განადგურებას დააჩქარებს.

მკვლევარ-კლიმატოლოგებმა წარმოადგინეს კლიმატის მდგომარეობის ახალი ანგარიში, რის თანახმადაც, საშუალო ტემპერატურის 1,5 გრადუსით მატება, ხელს შეუწყობს შედარებით "დაამუხრუჭოს" ეკოსისტემის განადგურება და სხვადასხვა ცხოველის გადაშენება. იმ დროს, როცა პლანეტაზე ტემპერატურის 2 და მეტი გრადუსი °C-ით მომატების შემთხვევაში, მოხდება ათასობით ცხოველთა სახეობის გლობალური გადაშენების პროვოცირება.

აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ ნახევარი გრადუსის მომატებაც კი შესამჩნევად შეამცირებს გარეული ცხოველებისა და მწერების პოპულაციას.

სპეციალისტები განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოხატავენ, თუ საშუალო
ტემპერატურა 3 გრადუსით მოიმატებს: თუ ანთროპოგენური ფაქტორი ნებას მისცემს ტემპერატურის ზრდის პროვოცირებას ამ მაჩვენებლამდე, დედამიწაზე შესაძლოა,
შესწავლილი მწერების 50%  გაქრეს. მათ შორის ის სახეობები, რომლებიც მონაწილეობენ ჯვარედინ დამტვერვის (ერთი მცენარის ყვავილიდან მეორეზე მტვრის გადატანის) და ეკოსისტემის დაბალანსების პროცესში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?