ცირკის ლომები, რომლებსაც ბინძურ გალიებში და ყინვაში ამყოფებდნენ, უკრაინიდან აფრიკაში გადაიყვანეს
ცირკის ლომები, რომლებსაც ბინძურ გალიებში და ყინვაში ამყოფებდნენ, უკრაინიდან აფრიკაში გადაიყვანეს
"სამხრეთ აფრიკელმა ცხოველთა დამცველმა, ლეონელ დე ლანგიმ, უკრაინის ცირკიდან სამი ლომი და ერთი ბოკვერი გადაარჩინა. გათავისუფლებული ცხოველები გადაიყვანეს აფრიკაში, სადაც ისინი ბუნებრივ არეალში, ყველანაირი პირობის დაცვით იცხოვრებენ", - წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

სამ ძუ ლომსა და ერთ ბოკვერს, რომლებიც უკრაინის ცირკში დაიბადნენ და თავისუფლების ფასი არასოდეს უგრძვნიათ, ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მიეცათ. აფრიკული ცხოველები გაყინულ და ბინძურ გალიებში, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ.

Zooclub

Zooclub

ლეონელ დე ლანგის თქმით, ის ყიდდა მაისურებს ლომების გამოსახულებით, ასევე იღებდა ფულად დახმარებას ადამიანებისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უგზავნიდნენ.
არც ისე დიდ დროში, მამაკაცმა 40 ათასი დოლარი შეაგროვა და ამ თანხით მტაცებლები უკრაინიდან აფრიკაში
გადაიყვანა.

Zooclub

"ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან გაერთიანდნენ, რათა გაეკეთებინათ ქველმოქმედება, როგორც დიდი თანხის ოდენობით, ისე მცირედით. ამ ხნის განმავლობაში, ყველა ერთად ვმუშაობდით,"- ამბობს ლანგი.

Zooclub

ცხოველების გადაყვანა ორგანიზებული იყო ისე, რომ მათ ტრანსპორტირებისას სტრესი არ მიეღოთ. ათსაათიანი ფრენისას, ლომებს მშვიდად ეძინათ. საერთო ჯამში, მტაცებლების დანიშნულების ადგილას მიყვანას 76 საათი დასჭირდა.

Zooclub

Kragga Kamma-ს ნაკრძალში მისვლისას, ლომებმა ისადილეს და აფრიკის მიწაზე პირველი ნაბიჯები გადადგეს. ამჟამად ისინი უზარმაზარ ტერიტორიაზე  გადაადგილდებიან და თავისუფლებით ტკბებიან.

Zooclub

"ახლა მათ შეუძლიათ გახდნენ ისეთები, როგორებიც თავისი მოძმეები არიან - იყვნენ ლომები, რომლებიც მზის გულზე ისვენებენ, ჭამენ და თამაშობენ... მათ არ უნდა ეცხოვრათ საკუთარ შარდსა და ფეკალიებში", - ამბობს ცხოველთა დამცველი.

Zooclub

ლეონელ დე ლანგი ამ წარმატებულ პროექტზე შეჩერებას არ აპირებს. ის რჩება უკრაინაში და ცირკის დათვების გადასარჩენად გეგმას ამზადებს.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

როცა ისინი ერთმანეთს 20 წლის შემდეგ შეხვდნენ, შიმპანზემ გაიხსენა ყველაფერი, რაც ამ ქალს მისთვის გაუკეთებია

ამ გასაცოდავებული ვეფხვისთვის ბედნიერი ცხოვრება დაიწყო

ტურისტმა გასაცოდავებული ლომი პატარა გალიაში შენიშნა, მას შემდეგ მტაცებლის ცხოვრება სრულიად შეიცვალა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?