როცა ისინი ერთმანეთს 20 წლის შემდეგ შეხვდნენ, შიმპანზემ გაიხსენა ყველაფერი, რაც ამ ქალს მისთვის გაუკეთებია
როცა ისინი ერთმანეთს 20 წლის შემდეგ შეხვდნენ, შიმპანზემ გაიხსენა ყველაფერი, რაც ამ ქალს მისთვის გაუკეთებია
ვეტერინარი ლინდა ქებნერი 23 წლის იყო, როცა დაიწყო პროექტი- "6 შიმპანზეს რეაბილიტაცია".

მაიმუნები დაიბადნენ ტყვეობაში და იზრდებოდნენ ლაბორატორიაში, სადაც მათზე ცდებს ატარებდნენ. არაერთი ცდის ჩატარების შემდეგ, როცა უკვე ცხოველი ექსპერიმენტებისთვის აღარ არის გამოსადეგი, კლავენ.

ლაბორატორიაში დაბადებული და გაზრდილი ცხოველი ვეღარ იცოცხლებს ველურ ბუნებაში, რადგან მას არასოდეს დაუდგამს მიწაზე ფეხი, მაგრამ ლინდამ გაბედული ნაბიჯი გადადგა - მან მაიმუნებს სიცოცხლის მეორე შანსი აჩუქა და მთელ დროს მათ რეაბილიტაციას უთმობდა, რათა ისინი ველურ გარემოს შეჩვეოდნენ. 

Zooclub

ვეტერინარი მთელ დღეს შინპანზეების გალიასთან ატარებდა, ის მხოლოდ
დღეში რამდენიმე წუთით უშვებდა ცხოველებს გალიიდან. ლინდა გაოცებული აკვირდებოდა, თუ როგორ გრძნობდნენ საცოდავი მაიმუნები ბალახის
სუნს, როგორი სიფრთხილით ადგავდნენ მიწაზე ფეხს. მათ ეშინოდათ ხეებთან მიახლოება და შიშით გაურბოდნენ ყველაზე პატარა უსუსურ ცხოველსაც კი. შიმპანზეებს დაბადებიდან საკუთარი გალიის, ადამიანების სახისა და სამედიცინო ნემსების მეტი არაფერი ჰქონდათ ნანახი.

Zooclub

ცდების შემდეგ 6 შიმპანზედან რამდენიმე მათგანი ავად იყო. ვეტერინარი არ ზოგავდა დროსა და ენერგიას მათი გამოჯანმრთელებისათვის.

და ეს დღეც დადგა - ისინი ერთმანეთს უნდა დამშვიდობებოდნენ და მაიმუნები სამუდამოდ უნდა დაბინავებულიყვნენ ველურ ბუნებაში.

Zooclub

ლინდასთან რეაბილიტაციის პერიოდში, შიმპანზეებმა თითქმის ისწავლეს, როგორ უნდა ეცხოვრათ დამოუკიდებლად. მისი პროექტი წარმატებით დასრულდა, ლინდამ მიაღწია იმას, რაც ყველაზე მეტად სურდა.

მას შემდეგ 18 წელი გავიდა და ქალმა გადაწყვიტა ველურ ბუნებაში თავისი გადარჩენილი მეგობრები ეპოვა. გაირკვა, რომ მათ შორის, მხოლოდ 2 მაიმუნი იყო ცოცხალი - დოლი და სვინგი.

18 წლის განმვალობაში, უსუსური ცხოველები გადაქცეულიყვენენ უზარმაზარ, კუნთიან და ძლიერ არსებებად, მაგრამ ლინდას მათი გარეგნობა არ აშინებდა.

ქალს არ ეგონა, რომ ცხოველები მას იცნობდნენ, მაგრამ როგორც კი ის ნავში ჩაჯდა, რათა მდინარის იქით მომლოდინე მაიმუნებს მიახლოებოდა, დოლი და სვინგი ნაპირთან შფოთავდნენ და სიხარულით ელოდებოდნენ ძველ მეგობარს.

Zooclub

"გახსოვართ?"- ჰკითხა ლინდამ. სწორედ ამ დროს მოხდა საოცარი რამ: ერთ-ერთი შიმპანზე მისკენ გაიწია და ძალიან თბილად ჩაეხუტა.

Zooclub

აღმოჩნდა, რომ დოლისა და სვინგს ამდენი წლის შემდეგაც ახსოვდათ თავიანთი გადამრჩენელი. ისინი კარგად ხვდებოდნენ ვის და რატომ ეხუტებოდნენ. ( მაიმუნები უცხო ადამიანებთან ველურად და უხეშად იქცევიან.)

Zooclub

ლინდა არ ელოდა მსგავს შეხვედრას. თითქმის 20 წელი გავიდა, რაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა, ცხოველებისთვის არაფერი შეცვლილა.

Zooclub

დოლი და სვონი მადლობას სიტყვებით ვერ გადმოსცემდნენ, თუმცა, მათი თბილი ჩახუტებაც კი ბევრისმთქმელი იყო.

იხილეთ ვიდეო, როგორ ხვდებიან შიმპანზეები თავიანთ გადამრჩენელს 18 წლის შემდეგ.

ასევე იხილეთ:

ბიგლების განთავისუფლების პროექტი

მრავალწლიანი მონობის შემდეგ, ცირკიდან ორი ლომი გაანთავისუფლეს

ძაღლები კოსმოსში - სასტიკი ექსპერიმენტი, თუ კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?