ამ გასაცოდავებული ვეფხვისთვის ბედნიერი ცხოვრება დაიწყო
ამ გასაცოდავებული ვეფხვისთვის ბედნიერი ცხოვრება დაიწყო
ცინცინატი 10 ვეფხვიდან ერთ-ერთია, რომელიც 2013 წელს ორგანიზაცია Sync Exotics Wildlife Rescue-მ ტეხასში გადაიყვანა.

ვეფხვები, რომელთა პატრონებმაც მათი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს, 3 პუმასთან ერთად კერძო ცხოველთა საშენიდან გადაარჩინეს. ყველა მათგანი გასაცოდავებული და გამოფიტული იყო: ძირითადად შიმშილისგან დაუძლურებულნი, ხოლო ზოგიერთს ბეწვი სრულიად გაცვენილი ჰქონდა.

Zooclub

"ცინცინატი და სხვა ცხოველები იმდენად შეშინებულები და მშივრები იყვნენ, რომ საშინელ აგრესიას გამოხატავდნენ. ვეფხვი დაახლოებით 107 კგ-ს იწონიდა, როდესაც მისი წონა 180 კილოგრამამდე უნდა ყოფილიყო", - ამბობს ეგზოტიკური ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანჯელა კალვერი.

Zooclub

"მიუხედავად მისი ცუდი მდგომარეობისა,
ცინცინატი სხვა ვეფხვებისგან გამოირჩეოდა."

Zooclub

"როგორც კი გავუშვით ცხოველებისთვის განკუთვნილ სათამაშო მოედანზე, იმ წუთიდან ყურადღებით ათვალიერებდა
ყველაფერს, ხოლო შემდეგ თამაშიც დაიწყო."

Zooclub

"ის ჰგავდა ბავშვს, რომელიც ცხოვრებაში პირველად თამაშობდა."

Zooclub

ხუთი თვის შემდეგ ცინცინატისა და მისი მეგობრების მდგომარეობა გაუმჯობესდა: მათ გადალახეს სტრესი, დაიწყეს თამაში და დაემსგავსნენ ნამდვილ ვეფხვებს.

Zooclub

დღეს ცინცინატი 10 წლისაა, მას ძალიან მოსწონს მოედანზე სირბილი და მზის სხივების ქვეშ ნებივრობა.

Zooclub

ის ნებივრობს აუზშიც...

Zooclub

და ხშირად აბრაზებს 17 წლის ვეფხვს, სახელად სერენას, რომელთანაც თამაში უნდა.

Zooclub

ასე თამაშობენ ისინი ბურთს.

Zooclub

ის მხიარულად ატარებს დროს.

Zooclub

"თვალის ირგვლივ განსაკუთრებული შეფერილობა ცინცინატს უფრო ბედნიერ გამომეტყველებას ანიჭებს, თუმცა, ეს ასეც არის. ის ბედნიერია მას შემდეგ, რაც საშინელ პირობებს დააღწია თავი", - ამბობს ანჯელა კალვერი.

ასევე იხილეთ:

17-წლიანი მონობის შემდეგ, ორი დათვი ცირკიდან ველურ ბუნებას დაუბრუნდ

ლომების გადარჩენისა და ნაკრძალში გაშვების ფოტო კადრებ

არავის სჯეროდა, რომ საშინელ მდგომარეობაში მყოფი ძუ ვეფხვი მოხეტიალე ცირკს თავს დააღწევდა და გადარჩებოდ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?