მექსიკის პარლამენტმა გარეულ ცხოველთა მონაწილეობა საცირკო წარმოდგენებზე აკრძალა
მექსიკის პარლამენტმა გარეულ ცხოველთა მონაწილეობა საცირკო წარმოდგენებზე აკრძალა
მექსიკის პარლამენტმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცირკებში ცხოველების მონაწილეობა აკრძალა. დეპუტატებმა მიიღეს კანონი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ამ მხრივ კანონი დაირღვევა, დამნაშავე მოვალეა, გადაიხადოს 225 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა. მექსიკაში არსებობს 600-მდე ცირკი, სადაც დღემდე, სხვადასხვა საცირკო ნომერში, ცხოველებიც მონაწილეობენ.

ამ დრომდე მსგავსი აკრძალვა მექსიკის მხოლოდ რამდენიმე ქალაქში არსებობდა, თუმცა, დღევანდელი კანონი მექსიკის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება.

ბოლო დროს, ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში გარეულ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ცხოველების მონაწილეობა საცირკო სანახაობებში ასევე აკრძალულია: სალვადორში, ნიკარაგუაში, კოსტა-რიკაში, ბოლივიაში, ბრაზილიაში, პერუში, პარაგვაისა და კოლუმბიაში.

ასევე იხილეთ:


ლომი მომთვინიერებელს თავს დაესხა

ლიგერი-ლომი, თუ ვეფხვი

"ცირკი ცხოველების გარეშე"

თინათინ წიქარაძე
ძალიან კარგია,იმის მომხრე ვარ რომ ცხოველმა ბუნებაში უნდა იცხოვროს, მაგრამ როგორც გაირკვა, ცხოველებს საკვები არ აქვთ, ის არ გაითვალისწინეს ვინ უნდა კვებოს ეს ცხოველები, ან სადმე ნაკრძალში მაინც გაუშვან
nini
ყოჩაღ მექსიკა,ჩვენთანაც არ იქნებოდა ცუდი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?