"ცირკი ცხოველების გარეშე"
"ცირკი ცხოველების გარეშე"

ამ სახელწოდებით 31 მაიის ცხოველთა დამცველები და ამ საკითხით დაინტერესებული საზოგადოება ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა.


აქციის მიზანი საცირკო წარმოდგენებში ცხოველთა მონაწილეობის აკრძალვაა.

 

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები სადაც ჩანს, თუ როგორ სასტიკად ეპყრობიან ცოხოველებს საცირკო წარმოდგენების მომზადების დროს. ამ შემზარავმა კადრებმა მსოფლიოს 15 ქვეყანაში, მათ შორის კოლუმბიაში, ნიდერლანდებში, საბერძეთში და ა.შ. უკვე გამოიღო შედეგი და მსგავს ჩვენებებში ცხოველთა მონაწილეობა აიკრძალა. 

თემურ ლაჭყეპიანი: (ცხოველთა დაცვის საეთაშორისო ფონდი)

"ამჟამად ჩვენს ქვეყანას უკრაინული ცირკი სტუმრობს. მათ სანახაობაშიც ცხოველები აქტიურად მონაწილეობენ. ჩვენი შეკრების მიზანია, აიკრძალოს

ცირკში ცხოველების მონაწილეობა და დავიცვათ ისინი მწვრთნელების აგრესიისგან, რომლებიც დაუნდობელი მეთოდებით წვრთნიან. ამჟამად შესაბამის უწყებებთან ერთად,
მიმდინარეობს მუშაობა, იმისათვის რომ  ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლიში ცვლილებები მოხდეს, რითაც ასეთ ქმედებებს მკაცრი სამართლებრივი პასუხი გაეცემა".

ცხოველთა დამცველი ოგანიზაციები, იმედს იტოვებენ, რომ საქართველო მაგალითს აიღებს იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც უარი თქვეს საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობაზე. ეს "ლამაზი" სანახაობა ხომ, უამრავი სხვადასხვა ცხოველის წამების შედეგად იდგმება.

გალერეა
ტეგები
gio
ცირკი ცხოველების გარეშე არვარგა.სახელმწიფომ მწვრთნელები გააკონტროლოს ეგ არის და ეგ,თორემ სვაგვარად მივიღებთ ნიჭიერის შოუს და არა ცირკს.
miranda
თქვნ წარომოდგენაც არ გაქვთ რა დღეში არიან ცხოველები. რა შაშინლად წვრთვნიან მათ. ცემით და წამებით კლავენ საცოდავ ცხოველებს :'(
luxo
vita somnium breve (სიცოცხლლე მოკლე სიზმარია) ერთხელ ცირკიდან, გაიქცა ლომი, (ამდაგვარს მისგან არვინ ელოდა,) ვის უნახია ჯუნგლის მფლობელი, გაქცეულიყო სამფლობელოდან. არადა მოხდა, გაიქცა ლომი, მოულოდნელად კარებს მივარდა, დააფრთხო ხალხი იქ ახლოს მდგომი, და სიბნელეში გაუჩინარდა. ბევრი იარა, ნახა სირცხვილიც, რადგან, მხეცადაც ვეღარ ივარგა, მესამე ღამეს ღონემიხდილი, ისევ ძველ ცირკის კარებს მიადგა. მოურიდებლად შეაღო კარი, პარტერიც განვლო საოცრად მარდად, მერე არენას მოავლო თვალი და მაესტროს წინ უჩუმრად დადგა. მანაც დიდ სკამზე ანიშნა ხელით, რომელიც ჩვეულ ადგილას იდგა, მხეციც მივიდა ცოტა დარცხვენით და თავ დახრილი, ჩამოჯდა დინჯად. ატყდა დარბაზში ვაშა და ტაში, მაესტრომ წამით ფარდა დახურა, ლომმა კი მაინც, საერთო ჯამში, ხორცის ნაჭერი დაიმსახურა. P.s. . . . იქნება აზრთა ბევრი სხვაობა, მეც მოგახსენეთ ჩემი გაგება, უკვე მიმავალ ბებერ თაობას, ცირკის არენა . . . რად გვენატრება.
marika
დიახაც ცირკი ცხოველების გარეშე, მე შეგნებულად არ დამყავს ბავშვი ცირკში ზუსტად ამ მიზეზის გამო
დაზმირს
ჯერ არ აუკრძალავთ. ასე, რომ, შენ გაიტენე ყველა ცხოველიანად.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?