მრავალწლიანი მონობის შემდეგ, ცირკიდან ორი ლომი გაანთავისუფლეს (+ვიდეო)
მრავალწლიანი მონობის შემდეგ, ცირკიდან ორი ლომი გაანთავისუფლეს (+ვიდეო)
უმეტესობას კულისების მიღმა არ უნახავს ის ცხოველები, რომლებიც ცირკის "ლამაზ" წარმოდგენებში ასე თვინიერად გამოდიან. მათ წარმოუდგენელ სტრესსა და ძალადობაში ამყოფებენ. ცირკების უმეტესობა ცხოველების მოსათვინიერებლად იყენებს დაშინებას, უნერგავს ფსიქოლოგიურ სტრესსა და ფისიკურად ძალადობს მათზე. აშიმშილებენ, რომ აიძულონ ამა თუ იმ ილეთის შესრულება. 

საბედნიეროდ, ბოლო დროს მსოფლიოში ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები მეტად გააქტიურდნენ, ცირკში ცხოველების მონაწილეობა არა ერთ ქვეყანაში აიკრძალა. სწორედ ცხოველთა დამცველებმა დაიხსნეს ცირკის წნეხიდან ძმები ლომები პანჩო და ტამუკო.

Zooclub

საშინელი ყოფიდან თავის
დაღწევის შემდეგ, ისინი იმდენად აღელვებულები და გახარებულები იყვნენ, რომ ბედნიერებისგან ერთმანეთს ეხვეოდნენ. ისინი
ერთად იზრდებონენ, თუმცა, შემდეგ მომთვინიერებელმა დააშორა. ეს მათთვის დიდი სტრესი იყო. ყოველდღიურად ორივე ლომს შიმშილსა და ფიზიკურ ძალადობაში ამყოფებდნენ.

როდესაც ეს ამბავი ცხოველთა დამცველებმა გაიგეს, პოლიციის ძალით ლომები ცირკს წაართვეს. 

დღეს ორივე ლომი ბედნიერად ცხოვრობს. რაც მთავარია, ისინი ერთად არიან და არავინ ცდილობს მათ დაშორებას. მათ აღარ უწევთ აიტანონ ყოველდღიური წნეხი, რომელსაც წარსულში განიცდნიდნენ.

იხილეთ ვიდეო, განთავისუფლებული ძმები სიხარულით ეხუტებიან ერთმანეთს.

ასევე იხილეთ:

ცხოველების გადარჩენა საცდელი ლაბორატორიებიდან

მექსიკის პარლამენტმა გარეულ ცხოველთა მონაწილეობა საცირკო წარმოდგენებზე აკრძალა

ჩაუ-ჩაუს შეღებილ ლეკვებს ცირკში პანდებად ასაღებდნენ

ტეგები
ok
ცირკის მტანჯველი სტერსისგან რომ იხსნეს კეთილმა ადამიანებმა, ეს ძალიან მახარებს. მაგრამ სამწუხაროა, რომ ველურ ბუნებაში ისინი თავს ვერ გაიტანენ, თუ ისევ ადამიანები არ იზრუნებენ მათზე. ძალიან მინდა, რომ ერთად ყოფნის ბედნიერება მაინც ჰქონდეთ სიბერემდე და სადმე ზოოპარკსი არ გამოამწყვდიონ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?