ტურისტმა გასაცოდავებული ლომი პატარა გალიაში შენიშნა, მას შემდეგ მტაცებლის ცხოვრება სრულიად შეიცვალა
ტურისტმა გასაცოდავებული ლომი პატარა გალიაში შენიშნა, მას შემდეგ მტაცებლის ცხოვრება სრულიად შეიცვალა
სტრესის შედეგად გადარჩენილი ცხოველების უმეტესობას ქცევის პრობლემები აქვს. ისინი ადამიანების ან სხვა ცხოველების დანახვისას შფოთსა და ნერვიულობას იწყებენ. გადარჩენილი ძუ და ხვადი ლომები პირველად ერთმანეთს 2013 წელს შეხვდნენ. მათი პირველი შეხვედრა ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ მომდევნო თვეებში მომხდარმა სპეციალისტები გააკვირვა.

ძუ ლომი გერმანელმა ტურისტმა ეგვიპტეში შემთხვევით აღმოაჩინა. ასე დაიწყო ცხოველის  გრძელი და რთული გზა ნიდერლანდებისკენ.

Zooclub

ტურისტმა ქალმა ლომს ფოტო გადაუღო და ინტერნეტ სივრცეში განათავსა, რათა ცხოველის რთული საცხოვრებელი პირობებით ვინმე დაინტერესებულიყო.

Zooclub

ძუ ლომი პატარაობაში პატრონს ქალაქში დაჰყავდა და ტურისტებს ფულის სანაცვლოდ
მასთან
ფოტოების გადაღებას სთავაზობდა. როდესაც მტაცებელი გაიზარდა და გარშემომყოფებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა, მფლობელმა ის პატარა გალიაში ჩაკეტა.

Zooclub

მას შემდეგ, რაც საცოდავი ლომის ფოტო ინტერნეტით გავრცელდა, საქმეში დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი გარეულ ცხოველთა გადარჩენის ცენტრი ჩაერთო.

Zooclub

ორგანიზაციამ ფოტოების ავტორის დახმარებით შეაგროვა ფული, რათა მტაცებელი პატრონისგან გამოესყიდათ და უსაფრთხო ადგილზე გადაეყვანათ.

საბოლოოდ, ცხოველი უგულო პატრონისგან იხსნეს.

Zooclub

ის გადაიყვანეს სპეციალურად ლომებისთვის განკუთვნილ ნაკრძალში და მას მასირია დაარქვეს.

Zooclub

ძუ ლომის ახალი ცხოვრება სავსებით განსხვავდებოდა ძველისგან. მას შეეძლო, დამტკბარიყო ველურ ბუნებაში სეირნობით, ჰქონდა საკუთარი უზარმაზარი ვოლიერი. რამდენიმე დღის შემდეგ კი მასირია შეხვდა ხვადი ლომის ბოკვერს. სწორედ მან შეცვალა მთელი მისი ცხოვრება.

Zooclub

მეზობელ ვოლიერში ცხოვრობდა ხვადი ლომის ბოკვერი ნეონი, რომელიც საფრანგეთის ცირკიდან გადაარჩინეს.

Zooclub

ისევე როგორც მასირია, ნეონიც იძულებული იყო ფოტო ობიექტივის წინ ტურისტებთან ერთად ეპოზიორა. ის პატარაობიდან მოაცილეს დედის რძეს და სარგებლის მიღების მიზნით, აქეთ- იქით დაატარებდნენ.

Zooclub

ორი დიდი კატა ყოველდღე ვოლიერების გამყოფთან ხვდებოდნენ ერთმანეთს და შორიდან თამაშობდნენ.

სწორედ ამიტომ, მომვლელებმა მათი ერთად დასახლება გადაწყვიტეს.

Zooclub

ნერონი და მასირია პირველი დღიდან განუყრელი მეგობრები გახდნენ.

Zooclub

ძუ ლომი ნერონს დედობას უწევდა.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ნერონი არც ისე პატარა იყო.

Zooclub

როდესაც ნაკრძალის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ძუ ლომი აფრიკაში უნდა დაბრუნებულიყო, ნერონიც მასთან ერთად წავიდა. 2016 წლიდან ორივე მტაცებელი სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში (Emoya Big Cat ) ერთად გაუშვეს.

Zooclub

მათ აქვთ დიდი ვოლიერი, სადაც სეირნობენ, თამაშობენ და მთელ დღეებს ერთად ატარებენ, თითქოს მთელი ცხოვრების განმავლობაში განუყრელი მეგობრები იყვნენ.

Zooclub

ცხოველთა დამცველებისა და კეთილი ადამიანების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დღეს ორი ლომი ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ამ გასაცოდავებული ვეფხვისთვის ბედნიერი ცხოვრება დაიწყო

დრონით გადაღებული, ველურ ბუნებაში მცხოვრები ამურის ვეფხვების ოჯახი

ნაციონალურ პარკში ყველა ბრაკონიერს გაუფრთხილებლად ესვრიან, ვინც მარტორქაზე ინადირებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?