თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენეს (+ფოტო)
თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენეს (+ფოტო)
"თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს",- ამ ინფორმაციას “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” (GSPSA) ავრცელებს.

საზოგადოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 4 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში“ შევიდა შეტყობინება თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის #2 მიკრორაიონში მიკედლებული ძაღლის დახმარების თხოვნით, რომელიც ხსენებულ ტერიტორიაზე ტრავმირებული და დასისხლიანებული დაბრუნდა.

GSPSA-ს სამაშველო ჯგუფი ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. როგორც აღმოჩნდა, ძაღლს დაზიანებული ჰქონდა წინა კიდურები, მარცხენა ფეხიდან მოსდიოდა სისხლი და იყო შეშუპებული. შესაბამისად, ცხოველი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკა „აიბო“-ში, სადაც მას
გადაუღეს რენტგენი. აღმოჩნდა, რომ ძაღლს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები, კერძოდ საფანტის ტყვიების დიდი რაოდენობა
მოხვედრილი აქვს წინა კიდურებსა და გულ-მკერდის არეში. GSPSA თავმჯდომარისა და ვეტერინარების ვარაუდით, ძაღლს ესროლეს ამავე დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე და ეს ქმედება ახლო მანძილიდან განხორციელდა.

ორგანიზაციის ცნობით, ძაღლს ჰყავს მიმკედლებელი (ყურსამაგრი N 01743), არის სტერილიზირებული და ვაქცინირებული, ხასიათი აქვს თვინიერი და მხიარული, არის დაახლოებით 1,5 წლის. დაჭრილი ყურები მიგვანიშნებენ, რომ ის ლეკვობიდან გამოგდებულია ოჯახიდან. გამორიცხულია ამ ძაღლის მიერ რაიმე აგრესიული ქმედება. შესაბამისად, ის პირი, ვინც ჩაიდინა დანაშაული, არის საზოგადოებისათვის საშიში და არ არის გამორიცხული, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღით კვლავ ჩაიდინოს სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

GSPSA თავმჯდომარის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება. ადგილზე იყვნენ ასევე რაიონის პოლიციის გამომძიებლები. GSPSA თავმჯდომარემ პოლიციის საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიაწოდა რენტგენის ელექტრონული მასალა.

GSPSA თავმჯდომარემ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავის დადგენა და დაკავება.

ძაღლი გადაყვანილია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ცხოველთა თავშესაფარში, რომელზედაც განხორციელდება ვეტერინარული მომსახურება. სარეაბილიტაციო პერიოდისა და დამნაშავის დაკავების შემდეგ ის დაბრუნდება მიკედლების ადგილზე.

"GSPSA მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს ფაქტი სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიძიონ და დამნაშავე დაადგინონ", - აღნიშნულია საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეო ბითაძე.


იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
daxundara
არაფერი განსაკუთრებული! უმწეო ცხოველს ესროლა ქართველმა "ვაჟკაცმა"... პირუტყვმა რა!...
nona uriadmyopeli
დიდი მადლობა ექიმებო
mari-mari
ფუფ, მეზიზღება კაცი, რომელიც უსუსურია და ძაღლის ეშინია, ეგეთ კაცს როგორ უნდა გაჰყვე გვერდით? შენ როგორ დაგიცავს,ვინმესგან თუ თვითონ კურდღელივით მსისარა და თანაც ბოროტია!!! მე მოვუწოდებ მშობლებს, მეუღლეებს და ახლობლებს რაღაცა გაკვეთილები ჩაუტარონ თავიაანთ ოჯახის წევრებს, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მოსაწონი და გთხოვთ კანონები გამკაცრდეს უბრალო იარაღის ტარებაზე და მოხმარებაზეც!!!
nika
მაგის ჩამდენს საფანტით ტვინს დაუზიანებენ! იცით ვიინ???-ისევ მაგისივე ეშმაკები ვინც ეგეთ რამეებზე უბიძგებს არაკაცებს!!
marika
იცოდეთ, თუ კანონებს არ გაამკაცრებთ ეს საზიზღარი ადამიანები, თავში ავარდნილი რომ აქვთ რაღაცეები, სინამდვილეში , მხიარული და უსაფრთხო ძაღლისაც რომ ეშინიათ, საზოგადოებისთვისაც საშიშები არიან!!! იმ არაადამიანს ვინც ეს გააკეთა, იგივე ელის ღვთისაგან! ვიღაც აუცილებლად დაუხვრიტავს კოჭებს და გულმკერდს! ბუმერანგის პრინციპით!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?