თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენეს (+ფოტო)
თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენეს (+ფოტო)
"თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს",- ამ ინფორმაციას “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” (GSPSA) ავრცელებს.

საზოგადოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 4 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში“ შევიდა შეტყობინება თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის #2 მიკრორაიონში მიკედლებული ძაღლის დახმარების თხოვნით, რომელიც ხსენებულ ტერიტორიაზე ტრავმირებული და დასისხლიანებული დაბრუნდა.

GSPSA-ს სამაშველო ჯგუფი ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. როგორც აღმოჩნდა, ძაღლს დაზიანებული ჰქონდა წინა კიდურები, მარცხენა ფეხიდან მოსდიოდა სისხლი და იყო შეშუპებული. შესაბამისად, ცხოველი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკა „აიბო“-ში, სადაც მას
გადაუღეს რენტგენი. აღმოჩნდა, რომ ძაღლს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები, კერძოდ საფანტის ტყვიების დიდი რაოდენობა
მოხვედრილი აქვს წინა კიდურებსა და გულ-მკერდის არეში. GSPSA თავმჯდომარისა და ვეტერინარების ვარაუდით, ძაღლს ესროლეს ამავე დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე და ეს ქმედება ახლო მანძილიდან განხორციელდა.

ორგანიზაციის ცნობით, ძაღლს ჰყავს მიმკედლებელი (ყურსამაგრი N 01743), არის სტერილიზირებული და ვაქცინირებული, ხასიათი აქვს თვინიერი და მხიარული, არის დაახლოებით 1,5 წლის. დაჭრილი ყურები მიგვანიშნებენ, რომ ის ლეკვობიდან გამოგდებულია ოჯახიდან. გამორიცხულია ამ ძაღლის მიერ რაიმე აგრესიული ქმედება. შესაბამისად, ის პირი, ვინც ჩაიდინა დანაშაული, არის საზოგადოებისათვის საშიში და არ არის გამორიცხული, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღით კვლავ ჩაიდინოს სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

GSPSA თავმჯდომარის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება. ადგილზე იყვნენ ასევე რაიონის პოლიციის გამომძიებლები. GSPSA თავმჯდომარემ პოლიციის საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიაწოდა რენტგენის ელექტრონული მასალა.

GSPSA თავმჯდომარემ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავის დადგენა და დაკავება.

ძაღლი გადაყვანილია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ცხოველთა თავშესაფარში, რომელზედაც განხორციელდება ვეტერინარული მომსახურება. სარეაბილიტაციო პერიოდისა და დამნაშავის დაკავების შემდეგ ის დაბრუნდება მიკედლების ადგილზე.

"GSPSA მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს ფაქტი სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიძიონ და დამნაშავე დაადგინონ", - აღნიშნულია საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეო ბითაძე.


იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
natela
მხეცები და ნადირები ვინც ეგ გააკეტა ეგეც ტკვენი ქალაქი
kaxa-ს
:))))) სხვათა შორის მხოლოდ კი არ უნდა უკბინოს, უნდა საბუთიც ქონდეს ამას დამამტკიცებელი ექიმისგან, ასევე თვითმხილველები :)))) მერე მიიყვანენ თავშესაფარში, 10 დღე გააჩერებენ და თუ არ დაუმტკიცდება აგრესიულობა - გაუშვებენ :))) ასე რომ სადღაც ამ ქვეყანაშიც იცავენ ძაღლებს. ისე უმიზეზოდ იწვევენო - მომკალი და არ მჯერა!..გუშინ ჩემ უბანში სამმა 12-14 წლის ბიჭმა ლეკვი თევზის საჭერ დიდ კაუჭზე ჩამოკიდა ზეზე, უყურებდნენ, უსმენდნენ იმის კივილს და კვდებოდნენ სიცილით.. ნუ მიუსწრეს ლეკვს და გადაარჩინეს, მაგრამ ამ ბავშვებისგან რა გამოვა?! - გამოცანა გერგებათ!
kaxa
მაწანწალა ძაღლები უნდა მოაცილონ ქუჩებს, მესმის ქალაბატონი ქეთის, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში ღამე ფეხით გავლა საშიში გახდა იმდენი ძაღლია და სრულიად უმიზეზოდ იწევენ მგზავრებზე. მივმართეთ ცხოველთა დაცვის საზოგადოებას და უნდა დამტკიცდე, რომ აგრესიულები არიანო, ველოდები როდის უკბენენ ვინმეს!
ქეთი-ს
ქეთი, დაცვაც არის და დაცვაც! როდესაც ძაღლი არავის არაფერს უშავებს და ადამიანი საფანტს ესვრის - ამას როგორ ახსნით? აქ სადმე ხედაბთ თავდაცვას? ადმაიანს გონება აქვს და ძალა რომ ადამიანისგან დაიცვას თავი და ცხოველს კი ბოროტი ადამიანისგან და თქვენნაირი ვაიმოქალაქისგან დაცვა დიახაც რომ სჭირდება! გრანტს საქართველოში ამაში არ აძლევენ ქალბატონო, ამიტომ ვინც ძაღლებს იცავს - გულწრფელად იცავს! გადახედეთ საკუთარ ცხოვრებას და ჩაუკვირდით საკუთარ თავს - ცუდია, რომ ძაღლმა გიკბინათ, მაგრამ ცნობისთვის, ძაღლი ტყუილად არასოდეს იკბინება! იქნებ ამასაც დაუკვირდეთ მოცალეობის ჟამს!
ქეთი
ამ უპატრონო ძაღლების თავდასხმისგან მე ვინ დამიცავს?გამოვცადე ბატონო 6 თვე აცრას ვიტარებდი.ნუ გამოხვალთ ცხოველთა დამცველები რომის პაპზე უფრო კათოლიკენი.ადამიანების დაცვას როდის მიჰყოფთ ხელს? თუ მაგაში გრანტს არ იძლევიან?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?