თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენეს (+ფოტო)
თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენეს (+ფოტო)
"თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს",- ამ ინფორმაციას “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” (GSPSA) ავრცელებს.

საზოგადოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 4 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში“ შევიდა შეტყობინება თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის #2 მიკრორაიონში მიკედლებული ძაღლის დახმარების თხოვნით, რომელიც ხსენებულ ტერიტორიაზე ტრავმირებული და დასისხლიანებული დაბრუნდა.

GSPSA-ს სამაშველო ჯგუფი ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. როგორც აღმოჩნდა, ძაღლს დაზიანებული ჰქონდა წინა კიდურები, მარცხენა ფეხიდან მოსდიოდა სისხლი და იყო შეშუპებული. შესაბამისად, ცხოველი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკა „აიბო“-ში, სადაც მას
გადაუღეს რენტგენი. აღმოჩნდა, რომ ძაღლს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები, კერძოდ საფანტის ტყვიების დიდი რაოდენობა
მოხვედრილი აქვს წინა კიდურებსა და გულ-მკერდის არეში. GSPSA თავმჯდომარისა და ვეტერინარების ვარაუდით, ძაღლს ესროლეს ამავე დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე და ეს ქმედება ახლო მანძილიდან განხორციელდა.

ორგანიზაციის ცნობით, ძაღლს ჰყავს მიმკედლებელი (ყურსამაგრი N 01743), არის სტერილიზირებული და ვაქცინირებული, ხასიათი აქვს თვინიერი და მხიარული, არის დაახლოებით 1,5 წლის. დაჭრილი ყურები მიგვანიშნებენ, რომ ის ლეკვობიდან გამოგდებულია ოჯახიდან. გამორიცხულია ამ ძაღლის მიერ რაიმე აგრესიული ქმედება. შესაბამისად, ის პირი, ვინც ჩაიდინა დანაშაული, არის საზოგადოებისათვის საშიში და არ არის გამორიცხული, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღით კვლავ ჩაიდინოს სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

GSPSA თავმჯდომარის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება. ადგილზე იყვნენ ასევე რაიონის პოლიციის გამომძიებლები. GSPSA თავმჯდომარემ პოლიციის საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიაწოდა რენტგენის ელექტრონული მასალა.

GSPSA თავმჯდომარემ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავის დადგენა და დაკავება.

ძაღლი გადაყვანილია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ცხოველთა თავშესაფარში, რომელზედაც განხორციელდება ვეტერინარული მომსახურება. სარეაბილიტაციო პერიოდისა და დამნაშავის დაკავების შემდეგ ის დაბრუნდება მიკედლების ადგილზე.

"GSPSA მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს ფაქტი სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიძიონ და დამნაშავე დაადგინონ", - აღნიშნულია საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეო ბითაძე.


იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
LIKA
ასეთ ადამიანს მემაგალიდად დავიჭერდი ნაგავია და მანიაკი ნაძირალა იგივე უნდა გაუკეთო და ყველა ის ადამიანი რომელიც ასე გაიმეტებს ცხოველს მეზიზგება ასეთი ბოროტი ადამიანები გმერთია აუცილებლად მიიღებენ იმას რაც ეკუთვნით ადრე თუ გვიან
ნინუცა მეგულაშვილი
არ არსებობს ,,უჯიშო ძაღლი", ყველა ჯიშიანია!; - ეს თქვენ ხართ უჯიშოები!, . . .
ნინუცა მეგულაშვილი
აქ სწრაფი ტორმუზით დააყენეთ ტრაკები!; - ამას რომ დაწერს კონსტრუქციით ადამიანის მსგავსი სუბიექტი; იმას უნდა დაახალო ტყვია!; - ,,არცერთი მაწანწალა და უპატრონო ძაღლი ქუჩაში! თუ ასე უყვართ, შინ წაიყვანონ და უპატრონონ, ასეირნონ და მათი ექსკრემენტებიც აკრიფონ ! ვერ გაიგო ამ ფსევდოჰუმანისტმა "ზოოშიზა" ხალხმა, რომ ძაღლი ქუჩაში უნდა იყოს მხოლოდ პატრონის თანხლებით, საყელურითა და ალიკაპით, ხოლო მაწანწალა ძაღლი საერთოდ არ უნდა ჭაჭანებდეს, არც აცრილი, არც "ბირკიანი" და არც ბაკალავრის ხარისხის მქონე! იქექებიან ნაგვის ბუნკერებში, მათი ექსკრემენტეით კი ტროტუარები და სკვერები, მათშორის საბავშვო მოედნებია მოსვრილი!" რატომ ადამიანად წოდებული არსებების შარდი, მათი დაყრილი ნაგავი (ზოგჯერ ნაგვის ყუთიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით) და მათი იღლიებიდან წამოსული ოფლის ,,არომატი" არ იწვევს შენში იგივე რექციას!?, . . . რატომ იმაზე არ წუხდები, ქუჩაში მოსაფსმელად და მაგას ვინ ჩივის, დასანძრევად ყ.ე ამოგდებულ კაცებს ყ..ზე ლუქი რომ არ უკეთიათ!?, . . . რატომ იმაზე არ გეწყება ,,გულის პრანჭვები", ბავშვების სათამაშო მოედნებზე სიგარეტის ბიჩოკები და მაგას ვინ ჩივის, ბოთლის შუშები რომ ყრია და სკოლის წინ, გაჩერებაზე, როდესაც ბავშვები სკოლიდან გამოდიან და ავტობუსს ელოდებიან, ვიღაც დახადიაკი რომ ანძრევს!?. . . გადმოაფრქვიე ერთი, სად უნდა იყოს შენი აზრით ის ,,მაწანწალა ძაღლი" როგორც შენ უწოდებ, იქნებ მათ ნაცვლად შენ და შენსავით ,,მოაზროვნეებს" უფრო მოგიხდეთ იქ წასვლა, მით უმეტეს, თუ საიქიოს გულისხმობ(!), . . . კიდევ გაიმეორე ამის დამწერო; - ვის და სად უნდა ეკეთოს საყელური და ალიკაპი!?, . . . უმრავლესობა მაგ კრიტერიუმითაც არ ხართ გარეთ გამოსაშვები!, . . . ,,ფსევდოჰუმანისტი და ზოოშიზა" იმ წეროს ეძახე, წიაღიდან რომ გამოგათრია!, . . . :)
მანჩო
რა გასაკვირია, ადამიანს არ ინდობს არაკაცი და ცხოველს დაინდობს? საზოგადოდ, როდესაც დამნაშავეს საკადრისად აგებინებენ პასუხს, მაშინ ამდენი უბედურება აღარ იქნება!!!
ფისო-გორის!!!
მართლა შენნაირი აზროვნების ადამიანები, რომ არსებობენ იმიტომ გველოდება მეორედ მოსვლა.შენ რატომ დაიბადე მაინცდამაინ ამ ქვეყანაზე?გორელ ფისოს უნდა სიცოცხლე და ღაღლს არა ხო?ბაკალავრი რო თქვი გაიღადავე დედას გაფ?ჩ.ჯ.ი რა!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?