გერმანული ნაგაზი 16 წლის პატრონს მძარცველებისგან იცავდა... მას სამჯერ ესროლეს (+ვიდეო)
გერმანულმა ნაგაზმა რექსიმ ორ შეიარაღებულ მძარცველს გმირული წინააღმდეგობა გაუწია მას შემდეგ, რაც ისინი კერძო სახლში შეიჭრნენ. ძაღლს რამდენჯერმე ესროლეს, თუმცა, ის პოლიციის მოსვლამდე 16 წლის მოზარდს იცავდა. 


ვაშინგტონის გარეუბანში მდებარე სახლში მძარცველები შეიპარნენ. როგორც სამართალდამცველები ვარაუდობენ, მათ არ იცოდნენ, რომ სახლში ვინმე იქნებოდა, რეალურად კი მეორე სართულის საძინებელში 16 წლის ხავიერი იმყოფებოდა.

Zooclub

ხავიერს პირველი სართულიდან უცნაური ხმა მოესმა, ხოლო შემდეგ შუშის გატეხვის ხმა გაიგო. ბიჭი კარადაში დაიმალა და პოლიციას დაუკავშირდა. რექსი, რომელიც ხავიერთან ერთად ოთახში იმყოფებოდა, ხმაურის გაგონებისთანავე პირველ სართულზე
ჩავიდა.

კარადაში დამალულ პატრონს ცოტა ხნის
შემდეგ ყეფის, ყვირილისა და სროლის ხმა მოესმა. რამდენიმე ხნის შემდეგ ძაღლი ისევ საძინებელში დაბრუნდა და პატრონთან ერთად კარადაში დაიმალა.

მძარცველები მეორე სართულზე, ხავიერის ოთახში შევიდნენ. ნათელი იყო, რომ ისინი ბიჭს მალე იპოვიდნენ და მოწმის თავიდან მოშორების მიზნით, მოკლავდნენ. რექსი უეცრად კარადიდან გადმოხტა და ერთ-ერთ ბოროტმოქმედს თავს დაესხა. მეორე კი ძაღლს ჯოხს ურტყამდა, ხოლო შემდეგ ცხოველს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

Zooclub

ძაღლს 3 ტყვია მოხვდა. ის იატაკზე დაეცა და სისხლისგან იცლებოდა. ხავიერი და მისი ოთხფეხა მეგობარი სიკვდილისთვის იყვნენ განწირულნი, რომ არა სამართალდამცველების საყვირის ხმა, რამაც მძარცველები შეაშინა და ტერიტორიიდან გაიქცნენ.

Zooclub

რექსი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ოპერაციისა და სისხლის გადასხმის შემდეგ ექიმებმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ის კვლავ გადის რეაბილიტაციის კურსს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

Zooclub

ხავიერის ბაბუამ სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი, სადაც რექსისთვის მკურნალობის თანხა შეგროვდა. გერმანული ნაგაზის სრული გამოჯანმრთელებისთვის საჭირო იყო ათი ათასი დოლარი, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით, 27 ათასი დოლარი სულ რაღაც ერთ დღეში შეგროვდა.

Zooclub

"ჩვენ უანგარო და ერთგული სიყვარულის მოწმენი გავხდით. რექსი გმირი ძაღლი და ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საყვარელი პატრონი ბოლომდე დაიცვა", - წერს სოციალურ ქსელში ხავიერის ბაბუა.

ასევე იხილეთ:

სამხედრო ძაღლი კლინიკაში დაჭრილ ჯარისკაცს არ ტოვებს

გადაგდებული ახალშობილი ბავშვი მოკვდებოდა, რომ არა ძაღლი. ზოგჯერ ცხოველს ადამიანზე დიდი გული აქვს

როცა სახლში არავინ იყო, მძარცველი მათ ბინაში შეიპარა... აი, რა გააკეთა ძაღლმა
ლალუკა
მადლობა გმირ ძაღლს, თქვენ ქვეყანაში ძაღლებიც დაფასებულია, ჩვენტან კი ძაღლის ფასად არ აგდებენ ადამიანებს.
000
საცოდავი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?