როცა სახლში არავინ იყო, მძარცველი მათ ბინაში შეიპარა... აი, რა გააკეთა ძაღლმა
როცა სახლში არავინ იყო, მძარცველი მათ ბინაში შეიპარა... აი, რა გააკეთა ძაღლმა
"სისხლიანი ისტორია სამართლიანობისთვის... როდესაც ვირჯინიას შტატში მცხოვრები (აშშ) ტრისტან მერინი და დედამისი საღამოს სახლში დაბრუნდნენ, მათ გერმანული ნაგაზი ოდინი კართან ელოდა. ცხოველი თითქოს შფოთავდა და უცნაურად იქცეოდა. ოჯახი მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა", - წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

ოთახში სისხლის წვეთები შეამჩნიეს, ხოლო ზედა სართულზე ასულებს საშინელებათა ფილმის სურათი დახვდათ.

"დავინახეთ დიდი რაოდენობით სისხლი, რომელიც მეორედან პირველ სართულზე გრძელდებოდა", - ამბობს მერინი. 

Zooclub

მეორე სართულის კედლები სისხლით იყო მოსვრილი, როგორც ჩანს, სახლში უცნობი შევიდა, ხოლო ძაღლი მას სასტიკად გაუსწორდა.

მეირინის თქმით, სახლიდან არაფერი
დაკარგულა. ადამიანი, რომელიც სახლში შეიპარა, ოჯახის წევრების დაბრუნებამდე გაუჩინარდა.

2 კვირაც არ იყო გასული, რაც
მათ რაიონში რამდენიმე ძარცვის ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა, ამ შემთხვევაში ქურდს მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა მოუხდა.

ოჯახის წევრების თქმით, ძაღლს აგრესია არასოდეს, არავის მიმართ გამოუვლენია მიუხედავად იმისა, რომ ოდინი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ის საუკეთესო ფორმაშია.

Zooclub

"ოდინს ძალიან უყვარს ბავშვებთან თამაში, მას ყველა მეზობელი იცნობს. იგი მთელ უბანს უყვარს და ბავშვები მასთან სათამაშოდ ხშირად მოდიან", - ამბობს მეირინი.

Zooclub

ოჯახი საკუთარი ძაღლით ამაყობს. მეირინის თქმით, ის საუკეთესო ოთხფეხა მეგობარია, რომელმაც სახლი ქურდებისგან იხსნა.

ძაღლის პატრონმა "სისხლიანი სცენის" ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას 16 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

Zooclub

მეირინმა ვიდეოს შემდეგი ტექსტი დაურთო:

"ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ოდინმა, გერმანული ნაგაზის ჯიშის ძაღლმა, დაიცვა ჩემი სახლი და ქონება, როცა სახლში არავინ იყო. ვამაყობ მისით. ეს საუკეთესო ჯიშია. თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვიტავთ, რომელი ძაღლის სახეობაზე გააკეთოთ არჩევანი, გირჩევთ, თავშესაფრიდან აიყვანოთ ან იყიდოთ გერმანული ნაგაზი. გთხოვთ, გაავრცელეთ ეს ისტორია, რათა ყველამ გაიგოს მისი გმირობის ამბავი".

Zooclub

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, მძარცველი ჯერჯერობით ვერ დაიჭირეს. ამ ისტორიის გაგრძელებას სოციალურ ქსელში მილიონობით ადამიანი ელის. 

ასევე იხილეთ:

მძარცველებს ეგონათ, რომ სახლს გაქურდავდნენ, მაგრამ ასეთ დასასრულს არ ელოდნენ

როდესაც მძარცველი სახლში შეიპარა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ძარცვის გეგმას ჩაუშლიდა… ციყვი...

პატარა ჩიხუახუამ ქურდი სახლიდან გააგდო, ფაქტი ფარულმა ვიდეო კამერამ დააფიქსირა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?