თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენეს (+ფოტო)
თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენეს (+ფოტო)
"თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს",- ამ ინფორმაციას “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” (GSPSA) ავრცელებს.

საზოგადოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 4 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში“ შევიდა შეტყობინება თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის #2 მიკრორაიონში მიკედლებული ძაღლის დახმარების თხოვნით, რომელიც ხსენებულ ტერიტორიაზე ტრავმირებული და დასისხლიანებული დაბრუნდა.

GSPSA-ს სამაშველო ჯგუფი ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. როგორც აღმოჩნდა, ძაღლს დაზიანებული ჰქონდა წინა კიდურები, მარცხენა ფეხიდან მოსდიოდა სისხლი და იყო შეშუპებული. შესაბამისად, ცხოველი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკა „აიბო“-ში, სადაც მას
გადაუღეს რენტგენი. აღმოჩნდა, რომ ძაღლს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები, კერძოდ საფანტის ტყვიების დიდი რაოდენობა
მოხვედრილი აქვს წინა კიდურებსა და გულ-მკერდის არეში. GSPSA თავმჯდომარისა და ვეტერინარების ვარაუდით, ძაღლს ესროლეს ამავე დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე და ეს ქმედება ახლო მანძილიდან განხორციელდა.

ორგანიზაციის ცნობით, ძაღლს ჰყავს მიმკედლებელი (ყურსამაგრი N 01743), არის სტერილიზირებული და ვაქცინირებული, ხასიათი აქვს თვინიერი და მხიარული, არის დაახლოებით 1,5 წლის. დაჭრილი ყურები მიგვანიშნებენ, რომ ის ლეკვობიდან გამოგდებულია ოჯახიდან. გამორიცხულია ამ ძაღლის მიერ რაიმე აგრესიული ქმედება. შესაბამისად, ის პირი, ვინც ჩაიდინა დანაშაული, არის საზოგადოებისათვის საშიში და არ არის გამორიცხული, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღით კვლავ ჩაიდინოს სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

GSPSA თავმჯდომარის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება. ადგილზე იყვნენ ასევე რაიონის პოლიციის გამომძიებლები. GSPSA თავმჯდომარემ პოლიციის საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიაწოდა რენტგენის ელექტრონული მასალა.

GSPSA თავმჯდომარემ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავის დადგენა და დაკავება.

ძაღლი გადაყვანილია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ცხოველთა თავშესაფარში, რომელზედაც განხორციელდება ვეტერინარული მომსახურება. სარეაბილიტაციო პერიოდისა და დამნაშავის დაკავების შემდეგ ის დაბრუნდება მიკედლების ადგილზე.

"GSPSA მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს ფაქტი სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიძიონ და დამნაშავე დაადგინონ", - აღნიშნულია საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეო ბითაძე.


იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
fiso-gori
ქ-ნო მანანა, ეხლა როგორ არის ბობიკა? ვინ უვლის?
მანანა გუმბერიძე
ბობიკა ყველაზე კეთილი, თბილი, ჭკვიანი და მოსიყვარულე ცუგოა ნუცუბიძის ფერდობზე.
ლიზი ქოქოშვილი
ამ ძაღლს ვიცნობ მარტო მე კი არა თითქმის ყველა ნუცუბიძეზე მცხოვრები ყველას უყვარს ბობიკა უნდა გენახათ რამდენი ადამიანი იყო მისული მისი ამბის გასაგებად. და ვინც თვლის რომ ავი იყო ეს სრული ტყუილა მე (13 წლის ბავშვს) სკოლაში მაცილებდა მახტებოდა მეთამაშებოდა და მოსაფერებლად მოდიოდა :) სრულიად ვეთანხმები ნინუცას. და რაც შეეხება "სტადიონზე ექსკრემენტებს" ეს არის "პატრონიანი ძაღლის" დატოვებული რადგან მათ შეჰყავთ იქ სათამაშოდ პირადად მე არასოდეს მინახია "ქუჩის" ძაღლი სტადიონზე შესული :/ მე არ ვიცი რა მაგრამ აქ (კომენტარებში) ბევრი აზრობა დაიწერა "სხვა ადამიანებზე მზრუნველი" ადამიანების მიერ :)
Basa
Ratom cocxloben aseti boroti da modzalade adamianebi?(((
fiso-gori -ს
თქვენი კომენტარი ალბათ ვერ გაიგეს, კერძოდ ის, რომ ციტატა იყო მოყვანილი წინა კომენტარის. დანარჩენებს კი ვთხოვ - ჯერ ყურადღებით გაერკვნენ და შემდეგ მისცენ თავს უფლება გაღიზიანების! ასე ფაქტიურად ტყუილად ლანძღავთ ადამიანს!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?