თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენეს (+ფოტო)
თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენეს (+ფოტო)
"თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს",- ამ ინფორმაციას “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” (GSPSA) ავრცელებს.

საზოგადოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 4 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში“ შევიდა შეტყობინება თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის #2 მიკრორაიონში მიკედლებული ძაღლის დახმარების თხოვნით, რომელიც ხსენებულ ტერიტორიაზე ტრავმირებული და დასისხლიანებული დაბრუნდა.

GSPSA-ს სამაშველო ჯგუფი ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. როგორც აღმოჩნდა, ძაღლს დაზიანებული ჰქონდა წინა კიდურები, მარცხენა ფეხიდან მოსდიოდა სისხლი და იყო შეშუპებული. შესაბამისად, ცხოველი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკა „აიბო“-ში, სადაც მას
გადაუღეს რენტგენი. აღმოჩნდა, რომ ძაღლს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები, კერძოდ საფანტის ტყვიების დიდი რაოდენობა
მოხვედრილი აქვს წინა კიდურებსა და გულ-მკერდის არეში. GSPSA თავმჯდომარისა და ვეტერინარების ვარაუდით, ძაღლს ესროლეს ამავე დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე და ეს ქმედება ახლო მანძილიდან განხორციელდა.

ორგანიზაციის ცნობით, ძაღლს ჰყავს მიმკედლებელი (ყურსამაგრი N 01743), არის სტერილიზირებული და ვაქცინირებული, ხასიათი აქვს თვინიერი და მხიარული, არის დაახლოებით 1,5 წლის. დაჭრილი ყურები მიგვანიშნებენ, რომ ის ლეკვობიდან გამოგდებულია ოჯახიდან. გამორიცხულია ამ ძაღლის მიერ რაიმე აგრესიული ქმედება. შესაბამისად, ის პირი, ვინც ჩაიდინა დანაშაული, არის საზოგადოებისათვის საშიში და არ არის გამორიცხული, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღით კვლავ ჩაიდინოს სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

GSPSA თავმჯდომარის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება. ადგილზე იყვნენ ასევე რაიონის პოლიციის გამომძიებლები. GSPSA თავმჯდომარემ პოლიციის საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიაწოდა რენტგენის ელექტრონული მასალა.

GSPSA თავმჯდომარემ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავის დადგენა და დაკავება.

ძაღლი გადაყვანილია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ცხოველთა თავშესაფარში, რომელზედაც განხორციელდება ვეტერინარული მომსახურება. სარეაბილიტაციო პერიოდისა და დამნაშავის დაკავების შემდეგ ის დაბრუნდება მიკედლების ადგილზე.

"GSPSA მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს ფაქტი სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიძიონ და დამნაშავე დაადგინონ", - აღნიშნულია საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეო ბითაძე.


იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
bebe
უპატრონოები და მიკედლებულები ამოვწყვიტოთ, არა? სხვათა შორის, ცხოველი რომ მოგეკედლება, დაცვას გთხოვს, მიეხმარე, ამაზე კეთილშობილურს რას იზამ?! ისე ალიკაპით სიარული, მაგის დამწერმა ცადოს ერთი))))
ოე გრძელსახელიანო
აბა სად უნდა იყვნენ უსახლკარო ძაღლები? თავშესაფრები - ვერ დაიტევენ! მაშ სად იყვნენ? გაწყვიტონ? - აბა თქვი ფსევდო-ჰუმანოიდო! სადარბაზოებში და არკებში, გზაზე და სახლის კუთხეებში ადამიანები ფსავენ და კუკავენ და არა უსახლკარო ძაღლები! - ეს დაიმახსოვრე! უსახლკარო ძაღლები ყოველთვის იქ იცილებენ მოსაცილებელს, სადაც მოფარებულია და არავინ დაინახავს! მოსვვრილი კი იმიტომ არის მოედნები, რომ სახელმწიფოს ევალება და იმედია მალე გააკეთებს სპეციალური ძაღლების მოედნების მოწყობა! - სადაც პატრონიანები გაასეირნებენ ძაღლებს! აი უსახლკაროები კი ყველა უნდა გასტერილდეს, აიცრას, დაიბირკოს და მიეკედლოს უბნებს! - ეს არის ნორმალური ცხოვრება! და არა ვითომ-ვითომ ხალხი, რომლებიც უკადრისობენ ძაღლებს, არა და ბავშვობიდან ვინ იცის ძროხის ფუნის მეტი არაფერი უნახავთ! ცხვირები არ აწიოთ ზედმეტად!-დაგძალავთ :D
არცერთი მაწანწალა და უპატრონო ძაღლი ქუჩაში! თუ ასე უყვართ, შინ წაიყვანონ და უპატრონონ, ასეირნონ და მათი ექსკრემენტებიც აკრიფონ !
ვერ გაიგო ამ ფსევდოჰუმანისტმა "ზოოშიზა" ხალხმა, რომ ძაღლი ქუჩაში უნდა იყოს მხოლოდ პატრონის თანხლებით, საყელურითა და ალიკაპით, ხოლო მაწანწალა ძაღლი საერთოდ არ უნდა ჭაჭანებდეს, არც აცრილი, არც "ბირკიანი" და არც ბაკალავრის ხარისხის მქონე! იქექებიან ნაგვის ბუნკერებში, მათი ექსკრემენტეით კი ტროტუარები და სკვერები, მათშორის საბავშვო მოედნებია მოსვრილი!
დიანა
არანაირად არ არის ეს ძაღლი აგრესიული,და ვინც ამას იძახის ძალიან ცდება.ამ ძაღლს ბობიკა ჰქვია,ჯერ კიდევ 3 თვის იყო რომ ჩვენს უბანს მიეკედლა,ეტყობა გამოაგდეს და ჩვენთან მოვიდა.ვაჭმევდით,ვასმევდით,ძალიან თბილი ძაღლია,არავისთვის არ უკბენია და არც უკბენს,მხოლოდ გამვლელ მანქანას თუ გაეკიდებოდა,ასე რომელი ძაღლი არ აკეთებს??ესეც მათ შორისაა.აი რატო უნდა ესროლო იარაღი,რატო უნდა გაიმეტო უდანაშაულო არსება ამისთვის??ადამიანები უარესები არიან (ყველაზე არ მაქ საუბარი) რაც მათ გააკეთს...ხე-ტყე გაანადგურეს,ცხოველების სახეობებიც კი გადააშენეს....აი ძალიან ბევრი ცუდი გააკეთეს და ამ უბრალო არსებაზე იძახით იქნებ აგრესიული იყოო?რო არიცით გააჩუმეთ ეგ ენები!სალანძღავად წინ ნუ გისწრებთ,მეტის გამკეთებლებიც კი არ ხართ!
kaxi
ის ვინც ამ ძაღლს ესროლა საზოგადოებისათვის არის საშიში, ვინც ამ არაკაცს ამართლებს ის კიდევ უფრო საშიშია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?